, გავიკეთე აბორტი რადგან ნაყოფი იყო დაავადებული აკ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

08-08-2019

-გამარჯობა, გავიკეთე აბორტი რადგან ნაყოფი იყო დაავადებული აკრანიითა და ანენცეფალიით, პათოჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგში მიწერია: დეციდური ქსოვილი უხვად სისხლსავსეობით და სისხლჩაქცევებით. ლეიკოციტურუჯრედული ინფილტრაცია, ბაზალური დეციდუა ვრცელი ფიბრინოიდული ნეკროზებით. ქორიონის უსისხლძარღვო სუსტად შეშუპებული ბუსუსების კომპლექსები ტროფობლასტის ზომიერი პროლიფერაციით. გთხოვთ გამარკვიოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი რა არის მიზეზი ნაყოფის მუტაციისა და როგორ შეიძლება მკურნალობა.

პასუხი

ლალი ფხალაძე. მედ. დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი- ხელმძ. პროფ. არჩილ ხომასურიძე“

პასუხი: ზოგადად, აკრანიის და ანენცეფალიის განვითარების მიზეზი ცნობილი არ არის. რაც შეეხება ჰისტომორფოლოგიურ დასკვნას, ის აღწერს მხოლოდ ცვლილებებს აბორტუსში და პლაცენტაში, რომლის მიხედვითაც არის ანთებითი ცვლილებები. შესაძლებელია ჩატარდეს გამოკვლევა ინფექციებზე. ერთადერთი პროფილაქტიკა არის ორსულობამდე მინიმუმ 2 თვით ადრე და ორსულობის 12 კვირის ჩათვლით ფოლიუმის მჟვას პრეპარატების მიღება.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: აბორტი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად