, 3 თვეა ვსვამ კონტრაცეპტულ აბებს და 2 თვეა ვსვამ ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
06-08-2019

-გამარჯობა, 3 თვეა ვსვამ კონტრაცეპტულ აბებს და 2 თვეა ვსვამ ფოლიუმის მჟავას, ვატყობ რომ ამ ხნის განმავლობაში სულ შებერილი მაქვს მუცელი და გაზები მაწუხებს. რამოდენიმე დღის წინ საავადმყოფოშიც მოვხვდი იმდენად მტკიოდა მუცელი, ამჟამად ვიმყოფები საზღვარგარეთ, გადამირეს ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია და მითხრეს რომ ნაწლავებია შებერილი გაზების გამო, შეიძლება ფოლიუმის მჟავის ან კონტრაცეპტივის ბრალი იყოს და ვერ ინელებდეს ჩემი ნაწლავები ან აღიზიანებდეს? დღეს ისე მტკივა ასე მგონია გამისკდება სადაცაა, თან ცალ მხარეს მუცელი ისე მებერება და მიმაგრდება ძალიან მეშინია თუმცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდებოდა რაიმე საშიში რომ იყოსო მითხრეს. ასევე მაინტერესებს, გაზების პრობლემა თუ იწვევს ტკივილს მენჯის ღრუშიც? მთლიანი მუცლის გარდა მენჯის ღრუც მტკივა საკვერცხეების და საშვილოსნოს მიდამოებში, გინეკოლოგმა გამსინჯა + ექოსკოპია გადამიღო და გინეკოლოგიური პრობლემები გამოირიცხა. სისხლის ანალიზები სუფთაა და ანთებაც გამოირიცხა, ასევე ამიღეს კიდევ ერთი ანალიზი Celiaquia-ზე, გლუტენის მიღების პრობლემა თუ გაქვს ვნახოთო, მაგის პასუხი ჯერ არ ყოფილა.

პასუხი
იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი,ხელ-ი პროფ. ა. ხომასურიძე - ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: თქვენი ჩივილი შესაძლოა დაკავშრებული იყოს კონტრაცეპტივის გვერდით მოვლენასთან, ეს ხდება საკმაოდ იშვიათად, მაგრამ თუ ზოგადად გაწუხებთ ნაწლავური პრობლემები, შესაძლოა კონტრაცეპტივმა გამოიწვიოს მსგავსი ჩივილები. ფოლიუმის მჟავა ნაკლებადაა ასოცირებული ნაწლავურ პრობლემებთან. შებერილობა ასევე შესაძლოა გახდეს მენჯის ღრუში ტკივილის მიზეზი. თქვენ შემთხვევაში საჭიროა კონტრაცეპტივის შეცვლა სხვა კონტრაცეპტივით, თუმცა მანამდე აუცილებელია ნაწლავური პრობლემების მოგვარება, ასევე შესაძლებელია ფერმენტული პრეპარატების მიღება, რომელიც მოხსნის შებერილობის შეგრძნებას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად