მოგესალმებით. დავიწყებ იქიდან, რომ კანაფს მოვიხმარ... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

commerce
01-08-2019

მოგესალმებით. დავიწყებ იქიდან, რომ კანაფს მოვიხმარდი 17 წლიდან, საშუალო ინტენსივობით, კვირაში, ერთი-ორჯერ. ეს გრძელდებოდა, სადღაც წელ-ნახევარი და შეიძლება ითქვას, საერთოდ, არანაირი გვერდითი სიმპტომი არ აღმენიშნებოდა. პრობლემა დაიწყო მას შემდგომ, რაც მოხმარების მხრივ, ტაიმ-აუტი ავიღე, გარკვეული ხანი, რამდენიმე თვე, დაახლოებით. ნუ, იქიდან გამომდინარე, რომ მედიცინის, ასე თუ ისე, საშუალოდ გამეგება, გასაგებია, თუ საიდანაც – ორგანიზმს დაკარგული ჰქონდა იმუნიტეტი თრობის მხრივ, ადვილად „მერეოდა“ და შესაბამისად, ადვილად მომრეობის პირობებში, თრობაც მეტი მივიღე. ერთ-ერთი ბოლო მოხმარებისას, რამდენიჯერ, გადაბმულად მოვიხმარე, რასაც, როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე, თუმცა, ამჯერად, ამრიგად მოხდა. რომლის შედეგადაც, მალევე მომცა, მომცა ოფლიანობა, აღქმის დისფერსია, გულზე წასვლის, სიკვდილის შიში, ტემპერატურის მატება და პულსის გაზრდა. ადამიანებს ნახევრად აღვიქვამდი და ყოველივე ირგვლივ ძალზე ნელად, თითქოსდა, კადრების დაპაუზება შემეძლო. ეს გაგრძელდა არცთუ ისე მწირე ხანს, ასე 1 საათი, სანამ სახლამდე მივიდოდი და შემდგომ მსგავსი არაფერი შემთხვევია. ნუ, ოვერდოზს დავაბრალე, პლუს პანიკურ შეტევას და არ ჩავთვალე, რომ რაიმე ზომები იყო საჭირო. დაახლოებით, 5 თვეა უკვე, რაც არ მომიხმარია აღნიშნული ნივთიერება, თუმცა დღეს, ახლახანს, ძლიერი სტრესის შემდგომ, რომელიც მშობელთან ჩხუბით იყო გამოწვეული, გასეირნება გადავწყვიტე და დაახლოებით, იმავე შემთხვევა, მთელი რიგი სიმპტომის გამოკლებით და ასევე, ინტენსივობის. მხოლოდ კადრებს აღვიქვამდი ნელა და იქიდან, რომ უკვე პირველი შემთხვევა არ იყო, ვეცადე, რომ საკუთარ თავზე ამეღო კონტროლი და საშუალოდ, ასე, 3-4 წუთში, გადამიარა. მოკლედ, ჩემი კითხვა შემდეგია, რა არის ეს და შეიძლება თუ არა, რიგით პანიკურ შეტევად მივიჩნიოთ თუ უფრო ფუნდამენტალურად არის საქმე და საჭიროებს სპეციალისტის ჩართვას?

პასუხი
-პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მოიხმაროთ კანაფი, რადგან უარესი გართულებები განვითარდება. რაც შეეხება პანიკურ შეტევებს, დიდი იმის ალბათობა, რომ მიზეზი იყოს კანაფის მოხმარება. ამიტომ მდგომარეობა, რომ არ დამძიმდეს აუცილებლად და დროულად მიმართეთ ნარკოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად