ვარ ცამეტი წლის.მაინტერესებს როდის დამეწყება მენს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-08-2019

-გამარჯობათ, ვარ ცამეტი წლის.მაინტერესებს როდის დამეწყება მენსტრუაცია. ასევე მშობლებთან საუბარის "მრცხვენია".და იქნებ მირჩიოთ რა ვქნა და როგორი მოვლა მჭირდება მენსტრუაციის დროს

პასუხი
-მენსტრუაციის დაწყების ასაკიც ინდივიდუალურია. საშუალოდ ის 12-14 წლის ასაკში იწყება.
პათოლოგიურად მიიჩნევა მისი დაწყება 8წლამდე ან 15 წლის შემდეგ.
მენსტრუაციის დღეებში ქალი უნდა ერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ხანგრძლივ სიარულს, ველოსპორტს, ჯირითს, ზღვასა თუ აუზში ცურვას. არამც და არამც არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება.
მენსტრუაციის მოსვლისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს ე. წ. მენსტრუაციის კალენდრის წარმოება -ყოველთვიურად ჩაინიშნოს მენსტრუაციის მოსვლისა და დამთავრების თარიღი. მენსტრუაცია 3-7 დღეს გრძელდება. ამ პერიოდში იხმარება სპეციალური ჰიგროსკოპიული (შემწოვი) ჰიგიენური საფენები, რომლებიც, სასურველია, ყოველ 2-3 საათში ერთხელ გამოვიცვალოთ. ასევე სასურველია გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა თბილი გამდინარე წყლით დღეში ორ-სამჯერ, იდეალურ შემთხვევაში -საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ. ტაშტში ჩაბანა დაუშვებელია.
- როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საშუალება კრიტიკული დღეებისთვის?
პირველ ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, რამდენად უხვია გამონადენი მენსტრუაციის დროს. საფენები შეწოვის კოეფიციენტის მიხედვით შეირჩევა. ჩვეულებრივ, ისინი ოთხნაირია: ლიგჰტ, ნორმალ, სუპერ და სუპერ-პლუს, ან ნიგჰტ. ზოგიერთზე წვეთების რაოდენობაც არის მითითებული. ინფექციის გამომწვევი მიკრობებისთვის სისხლი იდეალური საკვებია, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ საფენები და ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურები. მენსტრუაციის დროს ჰიგიენური საფენის გამოცვლა დღეში 4-5-ჯერ მაინც არის საჭირო.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად