მოგესალმებითვარ 53 წლის, სიმაღლე 160სმ წონა 50 კილ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

24-07-2019

მოგესალმებითვარ 53 წლის, სიმაღლე 160სმ წონა 50 კილოჩემი დიაგნოზია: მიტრარული სარქველის პროლაფსი (მეორე ხარისხი) - ზომიერი ხარისხის მიტრარული სარქველის ნაკლოვანებით.კომენტარი: ულტრაბგერითი სკანირებით აღინიშნება მიტრარული სარქვლის კარედების მსუბუქი მიქსომატოზური დეგენერაცია და პროლაბირება (6 მმ) - მარცხენა წინაგულის ღრუში მიტრარული რეგურგიტაციით.სხვა სახის სარქვლოვანი პათოლოგია არ გამოვლინდა. ძგიდეებზე დეფექტი არ შეინიშნება.გულის ღრუები, მაგისტრარული სისხლძარღვები ნორმალური ზომებისაა.მიოკარდიუმის ჰიპერტროფია გამოხატული არ არის. პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.პერიკარდიუმის ღრუში თავისუფალი სითხე არ ლოცირდება.მიტრარული სარქველის ნაკლოვანება - ზომიერიანგიოგრაფიული ხარისხი - 2ვენა კონტრაქტის სიგანე დოპლერით - 0,45რეგურგიტაციის ნაკადის ზედაპირის ფართობი (კვ.სანტიმ.) - 7,02009 და 2018 წლებში გადატანილი მაქვს პერიკარდიტი, 2009 წელს გაციების ვირუსის გამო, 2018 წელს ასევე კბილიდან ვირუსის გამო. 2009 წელს რეგურგიტაცია არ შეინიშნებოდა.მაქვს სისუსტე, არ მეხვევა თავბრუ, არ მაქვს არითიმია - მხოლოდ ბოყინის დროს (ასევე მაქვს კარდიის უკმარისობა 2011 წლიდან).მაინტერესებს: 1. ეს დიაგნოზი მანკია უკვე? (ექიმმა მითხრა რომ პროლაბსი უკვე მანკია + რეგურგიტაციით) და რამდენად მძიმეა მდგომარეობა.2. თუ შეიძლება რეგურგიტაციის ნაკადის გამოსწორება (პროლაბსს ვიცი რომ ვერ ვუმკურნალებ მედიკამენტებით)3. თუ შემიძლია ფიზიკური ვარჯიში4. ვარ თუ არა საოპერაციო და რამდენად რთულია ამ სახის ოპერაცია, შედეგები როგორია. როოგოც მითხრეს ეს პლასტიკურ ოპრაციად ითვლება. რამდენად მართალია?წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვისპატივისცემითმაია ხაბეიშვილი

პასუხი
პასუხობს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯაკო უგრეხელიძე

-ეს დიაგნოზი არის  მსუბუქი ხარისხის  მიტრალური სარქვლის პროლაფსი. რთული არ არის, გჭირდებათ პერიოდული ექოსკოპიური კონტროლი წელიწადში ერთხელ.
ფიზიკური ვარჯიში შეგიძლიათ, ოღონდ დოზირებულად. რა ეტაპზეც დაგეწყებათ ტაქიკარდია (ვარჯიშის დროს 100 და მეტი პულსი) დატვირთვის დოზა უნდა შეამციროთ.  თუ პროლაპირების ხარისხმა და რეგირგიტაციის ნაკადმა მოიმატა, აუცილებელი გახდება ქირურგიული ჩარევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად