რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ჰორმონებიტ მკურნალობას რა მინუსი აქვს?რიტაა რთული,გვერდითი მოვლენები აქვს რაიმე ისეთი?თუ მერე ?
პასუხი
ლალი ფხალაძე. მედ. დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი- ხელმძ. პროფ. არჩილ ხომასურიძე“
პასუხი: „ჰორმონები“ ფართო მცნებაა. ისინი გამომუშავდებიან ჩვენს ორგანიზმში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ და მონაწილეობენ ყველა სასიცოცხლო პროცესში. მათი უკმარისობა ხშირად დრამატულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. ჰორმონია ინსულინი, რომელიც კუჭკქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით. ჰორმონია თიროქსინი, რომელიც ფარისებური ჯირკვლის მიერ გამოიყოფა და ინიშნება პაციენტებში ჩიყვის, ჰიპოთირეოზის დროს. ჰორმონებია გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავდება და პრედნიზოლონის და დექსამეტაზონის სახით ინიშნება ბევრი მძიმე დავადების სამკურნალოდ. ჰორმონებია ესტროგენები და პროგესტერონი, რომლებიც საკვერცხეში გამომოშავდება და უზრუნველყოფს ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჰორმონული თერაპია ძირითადად ინიშნება ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, ანუ ორგანიზმს ვაწვდით ჰორმონს იმ რაოდენობით რის ნაკლებობასაც განიცდის და რაც აუცილებელია ამა თუ იმ ორგანოს ნორმალური მუშაობისათვის. ჰორმონები მრავალრიცხოვანია, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში თითოეულს აქვს მისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენა. ჰორმონების სწორედ დანიშვნას პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ამ დროს ექიმის მიერ უნდა შეფასდეს რისკი და სარგებელი. დააკონკრეტეთ თქვენი შეკითხვა რომელ ჰორმონებს ეხება და მოგწერთ კონკრეტულ პასუხს.