მაინტერესებს ახალშობილს ჭამის დროს იქნება ეს ხელო... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

23-07-2019

-გამარჯობა მაინტერესებს ახალშობილს ჭამის დროს იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი კვება გადასცდა საკვები ამდროს როგორ უნდა მოვიქცეთ? და კიდევ როგორ უნდა გვეჭიროს ახალსშობილი სწორად რომ ასეთი შემთხვევა არმოხდეს ?

პასუხი
-კვებისას ბავშვი არ უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თავი უნდა ჰქონდეს 45-გრადუსიანი კუთხით ჰორიზონტისადმი, ანუ უნდა კვებოთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში, სასურველია პაუზებით აჭამოთ. თუ გადაცდენა მაინც მოხდა, კვება უნდა შეწყვიტოთ და წამოაყენოთ.
თუ რძე სწრაფად მოედინება და ბავშვი ვერ ასწრებს ყლაპვას, ბავშვმა შესაძლოა დაიწყოს ხველება. ამ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ მისი კვება და ჩამოწუროთ გარკვეული რაოდენობის რძე და შემდეგ გააგრძელოთ კვება.
ხოლო ხელოვნური კვების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოთლის საწოვარას შერჩევას (გასათვალისწინებელია ზომა და ნახვრეტების რაოდენობა) და კვების ტექნიკას. საწოვარას ნახვრეტი არც ძალიან პატარა უნდა იყოს და არც ძალიან დიდი.
თუ ნახვრეტი საკმაოდ წვრილია, თქვენს პატარას დიდი ძალისხმევა სჭირდება და საბოლოოდ შეიძლება მობეზრდეს და მშიერი დარჩეს. საწოვარას ხვრელის ზომა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ასევე საკვების სისქეზე.
ნახვრეტების სიდიდე ასე შეამოწმეთ: რძიანი ბოთლი გადააბრუნეთ. პირველ 1-2 წამს რძე წვრილ ნაკადად წამოვა, მერე კი წვეთ-წვეთობით. თუ 1-2 წამის შემდეგ რძე ისევ ნაკადად მოედინება, მაშასადამე, ნახვრეტი დიდია, ხოლო თუ თავიდანვე მოწვეთავს -მეტისმეტად პატარაა.
კვების დროს ბოთლი დაიჭირეთ დახრილ მდგომარეობაში ისე, რომ საკვები ავსებდეს ბოთლის ყელსა და საწოვარას, რითაც თავიდან ააცილებთ ბავშვს ჰაერის ჩაყლაპვას;
გადაგრეხის თავიდან აცილების მიზნით, დროდადრო გამოუღეთ ბავშვს პირიდან საწოვარა -ამით თქვენ გაუადვილებთ მას წოვის პროცესს და მისცემთ დასვენების საშუალებას; მიეხმარეთ ამოქარვებაში.
ბავშვი ჩაყლაპული ჰაერისგან ორნაირად შეიძლება გავათავისუფლოთ: მუხლზე დავისვათ, ზურგი დავუჭიროთ და მუცელზე ნელ-ნელა ვუსვათ ხელი ან ისე დავიჭიროთ, რომ თავი მხარზე დაგვადოს, ზურგზე კი ხელი გადავუსვათ ან ოდნავ წამოვარტყათ. მხარზე რაიმე ნაჭერი დაიფინეთ -შესაძლოა, ჰაერს ცოტა რძე ამოაყოლოს. ზოგი ჰაერს იოლად ამოაბოყინებს, ზოგს კი უჭირს.
თუ ბავშვმა მალევე არ ამოუშვა ჰაერი, მცირე ხნით წამოაწვინეთ, მერე კი ისევ აიყვანეთ ხელში და გაატარ-გამოატარეთ. თუ ბავშვმა იმდენი ჰაერი ჩაყლაპა, რომ იძულებულია, ჭამას თავი დაანებოს, მაშინ უმჯობესია, ამოაბოყინოს და მერეღა განაგრძოს ჭამა. თუ ბავშვს ჭამის შემდეგ პირდაპირ საწოლში ჩააწვენთ, ჰაერი მას ძლიერ შეაწუხებს, -მუცელს აატკივებს და აატირებს.
თუ პატარას ძალიან ხშირად აქვს საკვების გადაცდენის მომენტები, გირჩევთ, ამის შესახებ ნევროლოგს აცნობოთ, რათა გამოირიცხოს რაიმე პათოლოგიის არსებობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად