პაპ ტესტი გავიკეთე და ექიმმა მითხრა რომ სოკო მაქვ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

22-07-2019

-გამარჯობათ, პაპ ტესტი გავიკეთე და ექიმმა მითხრა რომ სოკო მაქვს. დამინიშნა მიკოფლუ, კლინიზოლის სანთლები და პარალელურად რაღაც პერიოდის გაბმავლობაში ყოველდღიურად გამორეცხვაზე უნდა ვიარო კლინიკაში. კლინიზოლის უსაფრთხოების ზომები წავიკითხე და მითითებულია რომ არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინალური გამორეცხვები. თუმცა ექიმმა დამინიშნა და ნორმალურია? გთხოვთ შეძლებისდაგვარად მალე მიპასუხოთ

პასუხი
ლალი ფხალაძე. მედ. დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი- ხელმძ. პროფ. არჩილ ხომასურიძე“

პასუხი: მიკოფლუ არის სოკოს საწინააღმდეგო პერორალური საშუალება, კლინიზოლი  არის კომბინირებული სანთელი ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული საშუალებების შემცველობით, ის გამოიყენება ბაქტერიული ვაგინოზის, სოკოვანი ინფექციის, ტრიქომონიაზის და შერეული ინფექციების დროს, აგრეთვე საშოს ფლორის მოსაწესრიგებლად. ექიმმა უკეთ იცის თქვენი მდგომარეობა და  თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა სჭირდება პაციენტს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: მიკოფლუ სოკო
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად