ესეიგი მაქვს უფერო გამონადენი არც სუნი აქვს არც ფ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

21-07-2019

-ესეიგი მაქვს უფერო გამონადენი არც სუნი აქვს არც ფერი....სქესობრივი კავშირის დროს არიის მოჭარბებული ,,, რაც არასასიამოვნოა იმ მომენტში რა შეიძლება გავაკეთო რომ გაქრეს?

პასუხი
-საშო მუდმივად შეიცავს ლორწოს, რომელიც საშვილოსნოს ყელის ჯირკვლებიდან, საშოს ეპითელიუმიდან გამოიყოფა. გამომდინარე აქედან, სასქესო ორგანოებიდან მცირე რაოდენობის მოთეთრო, უფერული, რძისფერი გამონადენი ქავილის, წვის და სუნის გარეშე, რომელიც დისკომფორტს არ ქმნის ნორმალური, ფიზიოლოგიურია.
რაც შეეხება სექსის დროს გამონადენს, ეს ვაგინალური ლუბრიკანტია. ვაგინალური ლუბრიკაცია აუცილებელია საშოს სინოტივის შესანარჩუნებლად. ის გამოიყოფა მუდმივად. სქესობრივი აგზნების დროს მისი გამოყოფა ძლიერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სქესობრივი აქტი მტკივნეულია.
ქალების ნაწილს ლუბრიკანტი ჭარბად გამოეყოფა, ხოლო ნაწილში ეს ნაკლებადაა გამოხატული. ორივე ნორმის ვარიანტად ითვლება თუ გამორიცხულია სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება.
ამიტომ გირჩევთ გაიკეთოთ საშოს ნაცხის ანალიზი, რომ გაირკვეს, გაქვთ თუ არა სასქესო ორგანოების ანთება ან დისბაქტერიოზი, რომლისთისაც დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ლორწოვანი გამონადენის არსებობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად