როგორ მივხვდე დიაბეტი მაქ თუ არა რა სიმპტომები აქ?... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

08-07-2019

-როგორ მივხვდე დიაბეტი მაქ თუ არა რა სიმპტომები აქ? მადლობა.

პასუხი
-შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას უპირველესი კვლევა არის დილით, უზმოზე, სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა.
კვლევების გაგრძელების საჭიროების შეთხვევაში ტარდება გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი -მას შემდეგ, რაც უზმოზე განსაზღვრავენ გლუკოზის დონეს, პაციენტს აძლევენ წყალში გახსნილ 75 გრამ გლუკოზას და ორი საათის შემდეგ ამოწმებენ სისხლში მის შემცველობას.
დამატებითი კვლევებია: შემთხვევითი ტესტი –ტარდება დღის ნებისმიერ დროს, საკვების ბოლო მიღებისგან დამოუკიდებლად. ეს მაშინ თუ პაციენტს დიაბეტის ნიშნები აქვს, ექიმი მის უზმოდ ყოფნას არ დაელოდება და სისხლში გლუკოზის შემცველობას გადაამოწმებს.
მნიშვნელოვანი კვლევაა გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა. ეს ტესტი იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორი იყო სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობა ბოლო სამი თვის განმავლობაში.
რაც შეეხება სიმპტომებს, დიაბეტის დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს: სისუსტეს, წონის დაქვეითებას, ადვილად დაღლას, პირის სიმშრალეს, გაძლიერებულ წყურვილს, გახშირებულ შარდვას, კანის ქავილს. თუმცა, ეს დაავადების არასპეციფიკური სიმპტომებია ანუ ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება არა მარტო დიაბეტის, არამედ სხვა დაავადების დროსაც. შესაძლებელია ეს სიმპტომები მკვეთრად არც კი იყოს გამოხატული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად