.არ ვიცი რითი დავიწყო.მე და ჩემს დას ორივეს ბიჭები... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

07-07-2019

-გამარჯობა.არ ვიცი რითი დავიწყო.მე და ჩემს დას ორივეს ბიჭები გვყავს.ჩემი ოქტომბერში გახდება 4 წლის და ჩემი დისშვილი კი მაისში უკვე გახდა 4 წლის.ჩემმა თავიდანვე გვიან დაიწყო ლაპარაკი.2,6 წლის იყო რო პირველად თქვა ჩი (ჩიტი თქვითქო და ჩი-ო) და იმის მერე სულ წინსვლა გვაქვს.უკვეცყველაფერს ლაპარაკობს და სიტყვებსაც ამბობს.უყვარს წიგნები და სულ ათვალიერებს ხოლმე.ნახატებზე დაადებს თითს და ამბობს რაც არის და რაც არ იცის მე ვეუბნები ხოლმე და იმასაც იმეორებს.მაგრამ ერთი ის არის რომ რასაც ვეკითხები იმასვე იმეორებს.ვერ ხვდება რო ვეკითხები რა გქვია და უნდა მიპასუხოს რომ ანდრია ქვია.უკან მიბრუნებს ხოლმე კითხვას.ის როგორღაც ვასწავლე რო ვკითხავ რამდენი წლისხართქო სამიო მეუბნება და ამას ვეღარ მპადუხობს,არ მისმენს ან ვერ ხვდება და რა უნდა გავაკეთო ამისთვის?სხვა ყველაფრით კარგი ბავშვია ადვილად ითვისებს ყველაფერს.რაც შეეხება ჩემს დიშვილს ის საერთოდ არ ლაპარაკობს,ხანდახან თუ წამოსცდება ხოლმე თითოოროლა სიტყვა და ისიც ძალიან იშვიათად.მარტო ჟესტების ენა აქვს რომ შია პირს გააღებს და თითით აჩვენებს დედამისს რო შია ან წვენი უნდა.ყველაფერს ასე აკეთებს.არ გამიგია მისგან რამე გამართული სიტყვა.ხმას ვერ ირებს ან არ იღებს არ ვიცი.ჩვენთან კონტაქტის დროს მარტო რაღაც ბგერებს გამოსცემს გაურკვეველს და რა თქმა უნდა თან ჟესტებით გვაგებინებს რა უნდა.კომპიუტერთან ზის მთელი დღე.სულ თავისთვისაა,ტუ უნდა მოგაქცევს ყურადღებას თუ უნდა ისე ზის კომპიუტერთან.არის აგრესიულიც.სულ ირტყმევინება და თან ისეთი სახით მოდის ხოლმე რო სეგეშინდება ადამიანს,დაბღვერილი და აი რო აკანკალებს ემოციებისგან რო უნდა ჩაგარტყას მუშტები ან გესროლოს რამე.ხან იცინის ეშმაკურად და ისე გესვრის რაღაცას.ბაღში დადის მაგრამ იწაც სულ თავისთვისაა.თამაში არ იცის,გარეთაც არ გაყავთ იმის გამო რომ ცელქია და გიჟივით დარბის აქეთ იქით.არ ვიცი რა ვიღონო,ვეუბნები ჩემ დას რო მიიყვანოს გამოკვლევაზე და არ მისმენს.ელოდება რო დაიწყებს ლაპარაკს და როდემდე უნდა ელოდოს არ ვიცი.თქვენ მირჩიეთ რამე გთხოვთ.ვისთან მივაყვანინო ან როგორ ვუთხრა რო არ გაბრაზდეს და არ ეწყინოს.

პასუხი
-დაუშვებელია ლოდინი, ამ დრომდეც აუცილებლი იყოს ბავშვების მდგომარეობა შეეფასებინა ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს, აუცილებლია პირველ რიგში სმენის შემოწმებაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად