მოგესალმებით, ვარ 29 წლის,ჩემი BMI ამჟამად არის 25... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

06-07-2019

მოგესალმებით, ვარ 29 წლის,ჩემი BMI ამჟამად არის 25.1, დილით და საღამოს სახლის პირობებში ვვარჯიშობ იოგას მარტივი ვარჯიშით, ასევე დილით ვიღებ შვრიის ფაფას. მაინტერესებს, ამ ფაფის მიღება როდის არის რეკომენდებული ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ და ასევე საღამოს რომელია ვარჯიშისთვის ოპტიმალური დრო და საკვების მიღება ვარჯიშამდეა სასურველი თუ ვარჯიშის შემდეგ? დროის რა შუალედში? წინასწარ მადლობა რჩევისთვის.

პასუხი
- თუ დილაობით ადრიანად ვარჯიშობთ, ენერგიის მოსამატებლად უმჯობესია საკუთრივ ხილის ან ხილის წვენის მიღება. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევაც. თუ დილაობით შედარებით გვიან გიწევთ სპორტით დატვირთვა, მაშინ რეკომენდებულია ნახშირწყლებით მდიდარი საუზმე. შეგიძლიათ შვრიის ფაფის, თაფლის, ჯემის და სხვა საკვების მიღება. თუ უშუალოდ სადილობამდე ვარჯიშობთ, ფიზიკურ დატვირთვამდე მსუბუქად წახემსება დაშვებულია, ვარჯიშის შემდეგ კი აუცილებელია ცილებითა და ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღება, რათა ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგია შეივსოს და დაზიანებული ქსოვილები აღდგეს.
რაც შეეხება კვებას ვარჯიშის შემდეგ, თუ თქვენი მიზანი კუნთის გაზრდაა, მაშინ უნდა მიიღოთ 30 გრამი ცილა და 35 გრამი ნახშირწყალი ვარჯიშის დასრულებიდან 15 წუთში, ხოლო თუ თქვენ უბრალოდ ფორმის შენარჩუნება გსურთ ან რამდენიმე კილოგრამის დაკლება გინდათ, მაშინ უნდა მიიღოთ საკვები ვარჯიშის დასრულებიდან 1 საათის შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად