, მყავს 4 თვის ბიჭი, ხელში როდესაც მიჭირავს ფეხები... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

25-06-2019

-გამარჯობა, მყავს 4 თვის ბიჭი, ხელში როდესაც მიჭირავს ფეხები უწითლდება და სილურჯისკენ გადადის, მარტო ხელში ჭერის დროს ემართება ესე, კარგად მიჭირავს ანუ ცუდად ჭერის ბრალი არ არის. რისი ბრალია?

პასუხი
-სასურველია პედიატრთან მომდევნო ვიზიტისას, ნევროპათოლოგმაც გასინჯოს ბავშვი, თუ პედიატრი ჩათვლის საჭიროდ.
საერთოდ, თუ კანის სიჭრელე აღინიშნება როცა ბავშვს აშიშვლებთ ანუ გარემოს ტემპერატურის შემცირების დროს, ეს უკავშირდება სისხლძარღვების არასტაბილურობას და სხეულის წონასთან შედარებით შეუსაბამოდ დიდ კანის ზედაპირს. ეს მდგომარეობა არ არის პათოლოგია და ბავშვის ზრდასთან ერთად გაივლის. შეიძლება გაგრძელდეს დაბადებიდან რამდენიმე თვე. მაგრამ თუ ბავშვს კანი სითბოშიც აჭრელებული რჩება ან მუდმივად აჭრელებული აქვს, სიჭრელეს თან ახლავს ზედმეტი ჭირვეულობა, წონის ცუდი მატება, ტემპერატურის მომატება, მაშინ საჭირო იქნება ექიმის ჩარევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად