, მყავს 7 თვის ბავშვი. ცოტა ხნის წინ გავცივდი და გ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
21-06-2019

-გამარჯობა, მყავს 7 თვის ბავშვი. ცოტა ხნის წინ გავცივდი და გადაედო ბავშვსაც. ძალიან მსუბუქად გადაიტანა, ორი დღე ქონდა სურდო, ტემპერატურას სულ ვუკონტროლებდი და 36.7 -36.8 -ზე მაღლა არ ასულა, ანუ არ ქონია. მაგრამ ახლა, აქვს დაბალი ტემპერატურა - 35 - 35.5. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადაც კარგი აქვს, თამაშობს კიდეც. მადლობა წინასწარ პასუხისთვის!

პასუხი
-ნორმაზე დაბალი ტემპერატურა გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ იცის ხოლმე. გყავდეთ ზომიერად თბილად ჩაცმული გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით.
სანამ ტემპერატურა დაბალი აქვს მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან ამ დროს ბავშის იმუნიტეტი ისედაც დაქვეითებულია,  ყურადღება მიაქციეთ რომ ღამით არ შეცივდეს.
თუ დამატებით ბავშვი ღებულობს ხილს ან ხაჭოს კარგია, ეს ააქტივებს ორგანიზმის დამცველ ძალებს.
დატვირთეთ თბილი სითხით, ასაკის გათვალისწინებით. დაახლოებით ერთ კვირაში მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიყვანეთ პედიატრთან.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად