მოგესალმებით... (მოკლედ ამ ბოლო დროს ჩემი იმდენი კ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

21-06-2019

მოგესალმებით... (მოკლედ ამ ბოლო დროს ჩემი იმდენი კითხვა გაჟღერდა თავიც კი მოგაბეზრეთ :დ ) დიდი მადლობა იმისათვის რომ ჩემს არცერთ კითხვას უპასუხოდ არ ტოვებთ <3 !!!!! ... რა მაინტერესებს, გამიგია რომ ორსულობას ბოლო ციკლის პირველი დღიდან ითვლიანო, ბოლო ციკლი 17 მაისს მქონდა შესაბამსად 4 კვირაზე მეტის ვარ თითქმის 5 კვირის თუ ეს სიმართლეა და ზუსტია გუშინ ვიყავი ეხოზე (19ივნ) და ხომ უნდა ეჩვენებინა ? თუ ეგ როგორაა გაურკვევლობაში ვარ :დ .... და კიდევ ერთი კითხვა ამაზეც რომ მიპასუხოთ თუ შესაძლებელია, ტესტის მეშვეობით გავიგე ორსულობის შესახებ 2 კვირის განმავლობაში 4 სხვადასხვა ტესტი მაინც მაქვს გაკეთებული (2-3 და 4 დღიანი შუალედით, ყოველ ჯერზე ტესტი მეორე ხაზს უკეთ აჩვენებდა) ეხოზე რომ ვიყავი და ორსულობა რომ არ გამოჩნდა ექიმს ბუნებრივია ავუხსენ ყველა სიმპტომი თანმიმდევრობით, როდის/როგორ/რომელი ტესტი მაქვს გაკეთებული და ა.შ ეხოსკოპისტმა 10 დღის შემდეგ დამიბარა და მითხრა რომ """ამ ეტაპზე ორსულობა არ ჩანს თუმცა ვფიქრობ რომ ორსულად ხარ და ამიტომ გადავამოწმოთ 10 დღის შემდეგო""" გამიკვირდა მისი პასუხი და ვუთხარი რომ ამდენი ტესტი შესაძლებელია შეცდეს თანაც სიმპტომებიც რომ მაქვსთქო და მითხრა რომ """თუ ორსულობა არ არის მაშინ შესაძლოა ადგილი ქონდეს ჰორმონალურ დარღვევას და ტესტმა მაგიტომაც აჩვენა დადებითი პასუხიო""""... და შესაძლებელია ასეთი რამ რაც ამ ექიმმა მითხრა ? ანუ რატომ შეიძლება აჩვენოს ტესტმა შეცდომით დადებითი პასუხი ესეც რომ მთხრათ... ძალიან დიდი მადლობა წინასწარ <3 !!!!!

პასუხი
- ჩვენი რჩევა იქნება გაიკეთოთ ქორიონული გონადოტროპინის ანალიზი სისხლში და ნახოთ, მატულობს თუ არა დინამიკაში ეს ჰორმონი. ტესტი იძლევა ცრუ დადებით პასუხს ზოგიერთ შემთხვევაში - მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად პოლიკისტოზური მდგომარეობა, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ზოგიერთი ინფექცია თუ ენდოკრინული დაავადება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად