უკვე ერთი თვეა თავი მტკივა, არ მაქვს ძლიერი ტკივი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
16-06-2019

გამარჯობათ, უკვე ერთი თვეა თავი მტკივა, არ მაქვს ძლიერი ტკივილი უბრალოდ მთელს თავზე მოჭერის შეგრძნება მაქვს, ზოგადად ნერვოზი მაქ, ანუ ემოციური ვარ ძალიან და გულიც ადვილად მიჩქარდება, ექიმის დანიშნულებით კონკორს ვსვამ 2 წელია უკვე, პაროქსიზმული ტაქიკარდია მაქ და მაგიტომ. კომპიუტერთან საშუალოდ 12 საათი ვზივარ მეტი თუ არა, უმეტესად ტახტზე გვერდით მწოლიარე მდგომარეობაში. ღამით ვიღებ მოდუსი დრიმს, ადვილად მეძინება მერე და როგორც კი მას დავლევ დაძაბულობაც მეხსნება და თავის ტკივილიც, დავიტანჯე კვირაში 5 დღე მაინც მტკივა თავი.. შეგიძლიათ ამიხსნათ რა გავაკეთო? აი ნაშუადღევს მეწყება თავის ტკივილთყან ერთად, უხასიათობა, რაღაცა ცუდის მოლოდინი მაქ და საშინლად დაძაბული ვარ, ენერგია არ მაქ, რო ვდგები იმდენად ვარ დასტრესილი რომ გული მიჩქარდება ძალიან. რა გავაკეთო მირჩიეთ რა დავლიო, ატარაქსს ვსვამდი მაგრამ არაფერი არ იყო. მოდუსმა უფრო მიშველა. რამე წამალი რო მირჩიოთ დამამშვიდებელი რომელსაც ერთი თვე დავლევ ან მეტი. ვარ 25 წლის ბიჭი

პასუხი
- ჩვენი რჩევა იქნება გაიკეთოთ სისხლის საერო ანალიზი და ასევე სისხლში გამოიკვლიოთ ტსჰ. თუ ყველაფერი რიგზეა, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან და გამორიცხეთ ტაქიკარდიის სხვა მიზეზები. თუ კარდიოლოგი გამორიცხავს კონკრეტულ მიზეზებს, მაშინ ერთადერთი მიზეზი რჩება ვეგეტონევროზი. მის სამკურნალოდ კი იმ პრეპარაეტბის გარდა, რასაც უკვე იღებთ, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა დღის რეჟიმის მოწესრიგება, ძილის მოწესრიგება. კვების რეჟიმის მოწესრიგება. კარგი იქნება თუ მცირე ხნით მაინც შეიცვლით გარემოს. ასევე აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად