, ვარ 35 წლის მამაკაცი, ღამე მაღვიძებს უჰაერობა, თ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

16-06-2019

-გამარჯობა, ვარ 35 წლის მამაკაცი, ღამე მაღვიძებს უჰაერობა, თითქოს ვერ ვსუნთქავ და ჰაერი ბოლომდე არ ჩადის ფილტვებამდე გულიც მიჩქარდება და მჩხვლეტს. შეგრძნებაც მაქვს ისეთი, თითქოს გულმა უნდა დამარტყას. გამოკვლევებმა კი აჩვენა , რომ გულზე არა მაქვს პათოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მაწუხებს და დისკიმფორტს მიქმნის, კარდიოლოგის გარდა კიდევ ვის შეიძლება მივმართო?გმადლობთ.

პასუხი
-არ ვიცით რა გამოკვლევბი გაქვთ ჩატარებუი, მაგრამ თუ მხოლოდ ელექტროკარდიოგრაფია გაქვთ ჩატარებული მოსვენებულ მდგომარეობაში, მაშინ შესაძლოა მხოლოდ ეს კვლევა არ იყოს საკმარისი  მდგომარეობის რეალურად შესაფასებლად, საჭირო ხდება დამატებით:
ჰოლტერის მონიტორინგი -ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის განმავლობაში;
დატვირთვის ტესტი ანუ სტრესტესტი; ტილტ-ტესტი ანუ დახრილი მაგიდის ტესტი-პაციენტს აწვენენ მაგიდაზე, რომლის დახრილობის კუთხეც შეიძლება შეიცვალოს. ეს იმის დადგენის საშუალებას იძლევა, რა გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა პოზიცია გულის რიტმზე ....
ყველა ეს და კიდევ სხვა გამოკვლევები ტარდება ჩივილის რეალური მიზეზის დასადგენად და ადექვატური რჩევებისა თუ მკურნალობის დასანიშნად.
თუ კარდიოლოგიური მიზეზი საბოლოოდ გამოირიცხა, მაშინ ენდოკრინოლოგს მიმართეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შესაფასებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად