. 3 წელია ქრონიკული ფარინგიტი მაქვს. ადრე რო შემაწ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

15-06-2019

გამარჯობა. 3 წელია ქრონიკული ფარინგიტი მაქვს. ადრე რო შემაწუხებდა ანტიბიოტიებით ვმკურნალობდი, მერე ეგეც ღარ მშველოდა და თვისით გადიოდა. ბოლო 3 თვეა რაც უფრო გამიმწვავდა მდგომარეობა, ყელში მოყვითალო ბურთები მაქვს, მთელი ხახა გაწითლებულია, ყლაპვის დროს ყელის მარცხენა მხარე მტკივადა ეს ტკივილი მარცხენა ყურში გადაეცემა, მიჭირს წყლის ყლაპვა. დაავადების ფსიქოლოგიურ ხასიათზე საუბარიც არაა. დიეტას ვიცავ ძალიან მკაცრად. რამოდენიმე ექიმთან ვიყავი, სათითაოდ ყველას რეცეპტით ვიმკურნალე მაგრამ არაფერმა არ მიშველა. ანტიბიოტიკებიც მივიღე, თავიდან ცეფამედი გავიკეთ, რომ არ მომიხდა ნაცხი ავიღე და ციფროფლოქსაცინზე მგრძნობირე მიკრობებიაო მითხრეს, ეგეც დავლიე 3 დღე მაგრამ არც ამან არ მიშველა. სულ უფრო უარესდება მდგომარეობა. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო, არ ვიცი ვის მივმართო ან რა ნაბიჯი გადავდგა. ამასთან მარცხენა ფილტვი არ მაქვს და სახმო იოგის პარეზი მქვს, სუნთქვა ისედაც მიჭირს და ამას ყელის პრობლემაც ემატება. ყველა ექიმთან ვისთანაც ვიყავი მისული ხელი ჩაიქნი ჩემზე. ცოტაც და ღმერთთან მივალ სათხოვნელად.

პასუხი
-ქრონიკული ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მას იწვევს ხშირი მწვავე ფარინგიტი, ქრონიკული სურდო, ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები, ქრონიკული ტონზილიტი(ამ უკანასკნლე შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობაა საჭირო).
დიდ როლს ასრულებს მის განვითარებაში კლიმატური პირობები (ცივი ამინდები) და მავნე ჩვევები, სახელდობრ, ნიკოტინი და ალკოჰოლი....
ყელ-ყურ-ცხვირის ექიმისთვის რთული არ არის დადგინდეს ფარინგიტის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და დანიშნოს მკურნალობა მის აღმოსაფხვრელად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად