ვარ 22 წლის, 16 წლის ასაკში გავთხოვდი და საკმაოდ ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

25-07-2010

- ვარ 22 წლის, 16 წლის ასაკში გავთხოვდი და საკმაოდ დიდ ხანს არ ვორსულდებოდი. როდესაც მივაკითხე გინეკოლოგს, დამისვეს მწვავე საკვერცხის პოლიკისტოზის და მაღალი ტესტოსტერონის დიაგნოზი. გათხოვებამდე მენსტრუალური ციკლი დაახლოებით წელიწადში 3-ჯერ მომდიოდა და ვიყავი საკმაოდ გამხდარი... ექიმთან მისვლის შემდეგ დამინიშნეს დიანე 35, ანდროკური. მკურნალობის პერიოდში საგრძნობლად დავიწყე წონაში მატება, სხეულსა და სახეზე დამეწყო საშინელი თმიანობა და ტანმაც დეფორმაცია განიცადა. მკურნალობისგან ფაქტიურად ვერანაირი შედეგი ვერ მივიღე. როგორც კი ექიმი მიჩერებდა წამლებს, მაშინვე წყდებოდა ციკლიც, საბოლოოდ მივატოვე მკურნალობა და მენსტრუაცია თავისით ჩადგა ნორმაში, თუმცა 2-ჯერ დამემართა 2 კვირიანი დენა საკმაოდ ძლიერი და იქიდან გამომდინარე, რომ მეუღლეს დაცილებული ვიყავი და არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ მქონდა და გამორიცხული იყო მუცლის მოშლა ან რაიმე მსგავსი, დავაბრალე ზაფხულს და ზღვას... მკურნალობის დროს ან შემდეგ არასოდეს დავრჩენილვარ ფეხმძიმედ, თუმცა ნამდვილად დამრჩა ჭარბი წონა და თმიანობა. გადავიკითხე თქვენი რჩევები დაახლოებით რამოდენიმე ჩემს მდგომარეობაში მყოფი გოგონასათვის მიცემული და იმასაც მივხვდი რისგან შეიძლება ეს ყველაფერი იყოს გამოწვეული, მაგრამ იქნებ მირჩიოთ, კონკრეტულად ვის შეიძლება მივმართო ან საერთოდ რა გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით? გარდა იმისა, რომ საშინლად დამღალა ჩემმა სხეულმა, ვერაფრით ვერ მიშველეს იმ ექიმებმაც, რომელთანაც ვიარე. დიდ ბოდიშს გიხდით ამ თემაზე კიდევ ერთხელ შეწუხებისთვის და წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
- თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ რეპროდუქტლოგს, რომელიც დაადგენს თუ რომელი კვლევების ჩატარებაა თქვენთვის აუცილებელი. ჩვენი აზრით დაგჭირდებათ სისხლში სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შემოწმება და სხვა. მხოლოდ სწორი დაიგნოზის დასმის შემდეგი იქნება შესაძლებელი ეფექტური მკურნალობის დანიშვნა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად