მოგესალმებით.გთხოვთ გულდასმით წაიკითხეთ. მაინტერეს... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
11-06-2019

-მოგესალმებით.გთხოვთ გულდასმით წაიკითხეთ. მაინტერესებს ვის მივმართო რომ საფუვლიანად ვიმკურნალო ოქროსფერ სტაფილოკოკზე, ხახის ნაცხში ამომივიდა, და როგორც მითხრეს მაქვს ყელ-ყურ-ცხვირის ქრონიკული ინფექცია ასევე მთელი რიგი სიმპტომები ინტიკსიკაციის მსგავსი რომელიც პერიოდულად მწვავდება.ყველა გამოკვლევა ჩატარებული მაქვს და ყველა ექიმი თანხმდება რომ ჩემი სიმპტომები ოქროფერი სტაფილოკის გამოა.თუმცა რამოდენიმე მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი.დავიღალე უკვე იქნებ მირჩიოთ რომელმა ექიმმა უნდა მიმკურნალოს.ამასთან ზოგი მეუბნება რომ ეგ სტაფილოკოკი ყველას აქვსო და არაფერიაო, ზოგი ამბობს ძალიან ცუდია აუცილებლად უნდა იმკურნალოო რადგამ მთელ რიგ დაავადებებს იწვევსო. ვერ გავიგე ვის დავუჯერო იქნებ მიპასუხოთ,და მასთან რამოდენიმე ჩირქოვანი ფესვი დამრჩა ამოსაღები და ზოგი ამბობს ეგ იწვევს სტაფილოკოკის პროვოცირებასო, ზოგი ამბობს პირიქით სტაფილოკოკია მაპროვოცირებელი კბილებისაცო. დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-ოქროსფერი სტაფილოკოკი ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა. ის ადამიანთა 20%-ს შეიძლება აღმოაჩნდეს კანზე, ცხვირის და პირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე, ანალურ არეში. აქ ის ნორმალურ მიკროფლორას წარმოადგენს და ადამიანს არავითარ პრობლემას არ უქმნის. შესაბამისად, უსიმპტომო პაციენტის ამ არეებიდან აღებული ნაცხის გამოკვლევისას ოქროსფერი სტაფილოკოკის აღმოჩენა დაავადებას არ ნიშნავს. სტაფილოკოკური ბაქტერიული ინფექცია კი კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა სახით - კანის მარტივი გაღიზიანებიდან და ფურუნკულიდან დაწყებული საკვებისმიერი სტაფილოკოკური ინფექციით დამთავრებული. საზოგადოდ, ცნობილია, რომ სტაფილოკოკური ინფექცია ჯანმრთელ ადამიანს იშვიათად ემართება, სამაგიეროდ ხშირია ხანშიშესულებში, ამა თუ იმ დაავადებით დაუძლურებულებში და სწრაფად პროგრესირებს.
თქვენ პირველ რიგში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და იმკურნალოთ კბილებზე. კარგი იქნებოდა მოგეწერათ კონკრეტულად რას უჩივით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ზოგადი პროფილის ექიმს (თერაპევტს), რომელიც შეისწავლის თქვენ ჩივილებს და გადაწყვეტს რომელის პროფილის ექიმთან დაგჭირდებათ კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად