რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. ადრე მაწუხებდა პიგმენტური ლაქები, ვიყავი დერმატოლოგთანაც, დიაგნოზი ვარდისფერი პიტირიაზი. მქონდა დანიშნული წამლები. ლაქები ძირითადად მქონდა ზურგზე (ბეჭებზე) და მკერდის ქვემოთ შუა ნაწილში რამდენიმე. აბებთან ერთად დამინიშნეს მალამო, ფაქტორ დერმიკო, რომელმაც ძალიან მიშველა. ახლა ვარ თითქმის შვიდი თვის ორსული და ზურგზე ისევ გამომივიდა ლაქები. მინდა ამ წამლის გამოყენება და რას მირჩევთ? ნაყოფის განვითარებას ხომ არ შეუშლის ხელს? ისე ყველაფერი წესრიგში მაქვს რაც ორსულად ვარ. ფოლიუმის მეტი არაფერი დამილევია, ისიც სამ თვემდე. მადლობა წინასწარ.
პასუხი
-ფაქტორ დერმიკომ შესაძლებელია გამოიწვიოს ჩანასახის განვითარების შეფერხება. შესაბამისად, ორსულ ქალებში მისი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენების სარგებელი აჭარბებს პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკს. დერმატოლოგმა და გინეკოლოგმა ერთობლივად უნდა დაადგინონ ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობა.