რამდენად სავალალო შედეგები შეიძლება გამოიღოს მამათ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

07-06-2019

-რამდენად სავალალო შედეგები შეიძლება გამოიღოს მამათმავლობამ და სექსუალურ და სასიყვარულო ურთიერთობამ იმავე სქესის წარმომადგენელთან?

პასუხი
-ფსიქოლოგიურ და სულიერ პრობლემებთან ერთად ჰომოსექსუალიზმს ახლავს ფიზიკური/ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები.
ანალური სექსის დროს უფრო მაღალია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკი. ეს იმიტომ, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ძალიან თხელია და ადვილად ზიანდება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია ის ბარიერული ფუნქცია, რომელიც ორგანიზმს ც ჰეპატიტის ვირუსისა და აივ ინფექციისგან იცავს. ადამიანები, რომლებიც ანალურ სქესობრივ კონტაქტებს მისდევენ, სწორი ნაწლავის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.
შესაძლო გართულებები:
რეგულარული ანალური სექსი ფაქტობრივად ყოველთვის იწვევს სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელის დაავადებებს, მათ შორის:
მწვავე ანალურ ნახეთქს (მექანიკური ტრავმის შედეგად);
ჰემოროის, გართულებულს სისხლდენითა და თრომბოზით;
პროქტიტს (სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას);
კრიპტიტს (ანალური ჯირკვლების ანთებას);
სფინქტერიტს (სფინქტერის კუნთის ანთებას);
პარაპროქტიტს (სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვან ანთებას);
პროქტოსიგმოიდიტს (სწორი ნაწლავის (პროქტიტი) და სიგმოიდური ნაწლავის (სიგმოიდიტი) ლორწოვანი გარსების ანთებას);
სწორი ნაწლავის კედლების ტრავმულ დაზიანებას, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს შეკრულობა, დიარეა, სწორი ნაწლავის გამოვარდნა და ქრონიკული ძლიერი ტკივილები.
ანალური სფინქტერის უკმარისობა, რომელიც ყოველთვის თან სდევს ანალურ უბანზე მექანიკურ ზემოქმედებას და აირებისა და განავლოვანი მასების შეუკავებლობას იწვევს. იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულებაა სწორი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა), რომელიც სპეციალიზებულ კლინიკაში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას და ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
ანალურ სექსს ხშირად თან სდევს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები. ასეთებია:
ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც სწორი ნაწლავის კიბოს წინაპირობად ითვლება;
კონდილომები;
ბაქტერიები -ნაწლავის ჩვეული ბინადრები ანალური კონტაქტით გადაცემისას პროსტატისა თუ შარდის ბუშტის დაავადებებს იწვევს.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად