. კითხვა მაქვს ასეთი ბარძაყებზე გამიჩნდა სტრია და... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

04-06-2019

-გამარჯობათ . კითხვა მაქვს ასეთი ბარძაყებზე გამიჩნდა სტრია დაახლოებით 2-3 წელია ამჟამად არის თეთრი შეფერილობის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,მაგრამ ეს ბოლო პერიოდია შევატყვე გამიჩნდა ამ ძველი სტრიების ზემოდან მოვარდისფრო შეფერილობის ვერტიკალურად წყვეტილ-წყვეტილ..ასევე ბარკლის შიგნით მხარეს, ასე რომ ვთქვათ გამიჩნდა ანალოგიურად მოვარდისფრო მცირე ზომის ხაზები ჰორიზონტალურად ,მაინტერესებს ეს თუ წონის ბრალია მომატებული მაქვს დაახლოებით 5 კგ..ისიც წავიკითხე რომ მოვარდისფრო სტრია შეიძლება იყოს თირკმლის ბრალი რა შემთხვევაშია ასე?რა საერთო აქვს სტრიას და თირკმელს? 1 წლის წინ ვიმკურნალე თირკმელზე ზუსტი დიაგნოზი არ მახსოვს, მაგრან საშიში არაფერი იყო , ხანდახან ყრუდ მაწუხებს მარჯვენა თირკმელი. მადლობა წინასწარ

პასუხი
-სტრია კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზია. ის დანაწიბურებულ ქსოვილს წარმოადგენს.
სტრიების გაჩენის მიზეზია: ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონი) ჰიპერსეკრეციის მიზეზით ).
გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება.
ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე, ენდოკრინული დაავადებების დროს -სახეზეც.
გლუკოკორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე იცენკო-კუშინგის სინდრომის დროს სტრიები შესაძლოა მთელ სხეულზე გაჩნდეს, სახეზეც კი. ასეთ წარმონაქმნებს უფრო მეტი ფართობი უკავია და უფრო გაწელილი და ფართოა, ვიდრე თუნდაც ორსულობისას გაჩენილი სტრიები.
ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს -ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. თუ წითელი დარჩა, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.
ექიმთან მიმართვა აუცილებელია, მაშინ თუ სტრიების გაჩენას ვერ უკავშირებთ ორსულობას ან წონის მატებას, მით უმეტეს, თუ თან სდევს სახეზე, მკერდსა და ზურგის ზედა ნაწილზე არასასურველი გათმოვანება.



ტეგები: სტრიები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად