-გამარჯობა, ვარ 21 წლის, ადრეც დავსვი კითხვა ამაზე, უროლოგმა მითხრა რო მაქვს ურეთრიტი, მაქვს მცირე წვა შარდვის დროს ან მოშარდვის შემდეგ ცოტა ხნით, მუდმივად არა ზოგჯერ დისკომფორტის გარეშე ვშარდავ, სხვა არაფერი მაწუხებს, სამწუხაროდ ძალიან არაკვალიფიციური უროლოგი შემხვდა რომელიც მე მეკითხება რა დამინიშნოს, იქნებ თქვენ დამეხმაროთ როგორმე, მართლა აქვს ეს სიმპტომები ურეთრიტს თი სხვა რამე მჭირს? ასევე მითხრა რო ანალიზი მჭირდება ან ურეთრადან ნაცხი ან შარდის პირველი ულუფიდან ნაცხიო, რო ვკითხე რომელი ანალიზი გავიკეთოო შენ აირჩიეო, და რა განსხვავებაა ამათ შორის,? მე როგორ ავირჩიო ექიმმა ხო უნდა მითხრას რა გავიკეთო და რა არა, მე სულ არ ვიცი რომელი ანალიზი რისთვისაა, უროლოგს ვკითხე და არ ვიციო მე ურეთრიტის მკურნალობის დიდი გამოცდილება არ მაქო, თან მეუბნება მაინც არ ინკურნება რთულად არ გაქ და თუ გინდა შეეშვი თუ გაგირთულდა მერე მიდი ექიმთანო, იქნებ თქვენ ნორმალურად ამიხსნათ როგორ მოვიქცე, ან იმ ანალიზებ შორის რომელიმე ეხება ურეთრიტს? როგორმე ნორმალურად მიპასუხეთ უკვე არ ვიცი მოვძებნო სხვა ექიმი თუ არ ვიმკურნალო საერთოდ, სქესობრივი გზით არ გადამდებია არაფერი და არ მაქ რთულად მაგრამ ექიმთან მისვლას უკვე ვნანობ, უფრო მეტი კითხვისნიშნები გამიჩინა ვიდრე აქამდე მქონდა
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი უროლოგი გიორგი ნადარეიშვილი
- თქვენი ჩივილები დიდი ალბათობით დაკავშირებულია საშარდე სისტემის ანთებით პროცესთან. შარდის ულუფების მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს თუ სად არის გამოხატული ანთება, კერძოდ საშარდე სისტემის რომელ ნაწილში (ურეთრა, შარდის ბუშტი და ა.შ.). თქვენი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, უბრალოდ დიაგნოზის დაზუსტებისთვის გირჩევთ ჩაიტაროთ შარდის საერთო ანალიზი შარდის I, II, და III ულუფიდან, ასევე შარდის ბაქტერიოლოგიური და ნაცხის ბაქტერიოსკოპიული ანალიზები, რის შემდგომაც დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა.