რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა.ვარ 14 წლის.ერთი პერიოდი ვიყავი დიეტაზე,ვვარჯიშობდი და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე.შემდეგ ვცდილობდი რომ ეს წონა შემენარჩუნებინა და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ჩემი აზრით"სწორად" მეკვება.ძალიან ცოტას ვჭამდი და ა.შ.შემდეგ მივხვდი რომ პირიქით ვიკლებდი წონაში.ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა.შემდეგ მივხვდი რომ უკვე ასე აღარ შეიძლებოდა და ანორექსიისკენ მივიწევდი,მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.ყოველი ჭამა ტანჯვად მქონდა ქცეული.ვაშლი რომ ვაშლია ისიც მეგონა რომ გამასუქებდა.მოკლედ საშინელ დღეში ვიყავი.მშობლები სულ მეჩხუბებოდნენ რომ მეჭამა მე სასტიკ უარზე ვიყავი,მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე რომ ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი და მეჭამა ის რაც მინდოდა.მაგრამ თავს მაინც ვიკავებდი.ეს სულ რაღაც ერთი კვირაა რაც დავიწყე ასე ცხოვრება.დიდი სტრესი გამოვიარე მაგრამ ნელ ნელა ვმშვიდდებოდი.ახლა კი განსაკუთრებით ეს ბოლო ორი დღეა ვჭამ ძალიან ძალიან ბევრს( ნუ ჩემთვის ძალიან ბევრი ჩანს)ვეღარ ვჩერდები.თან ვჭამ და თან იმაზე ვმერვიულობ რომ ვჭამ მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ.მგონია რომ ამ ორ დღეში გავსუქდი მაგრამ გუშინ რომ ავიწონე მომატებული არ ვყოფილვარ (დილით ავიწონე,სანამ ასეთი დატვირთული კვება მექნებოდა).უბრალოდ ძალიან მეშინია და დეპრესიაში ვარ,მგონია რომ მოვიმატებ და მერე საქმე ცუდად წავა,გასუქების პანიკური შიში მაქ.ისე ვარ რომ ვხვდები დავაყრდი აღარ უნდა ვჭამო ვეუბნები ჩემს თავს რომ აღარ უნდა გავაგრძელო მაგრამ პირიქით ვუმატებ და ვუმატებ.რატომ ვერ ვაკონტროლებ თავს?რისი ბრალია?მადლობა წინასწარ.