მოგესალმებით,50 წლის ქალის ფარისებრი ჯირკვლის გამო... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

commerce
23-05-2019

მოგესალმებით,50 წლის ქალის ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა დოპლეროგრაფიით:ფარისებრი ჯირკვალი ნორმალური ფორმის,კონტურები ცალკეულ უბნებში უსწორო,სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა(სიმკვრივე)არათანაბრად განაწილებული,ვასკურარიზაცია არათანაბარი.ორივე ნაწილში ისახება არამკაფიოდ კონტურირებული ჰიპოექოგენური უბნები შეშუპება-ლომფოიდური ინფილტრაციის ტიპის.ხიდაკის ქვემო მესამედის პროექციაზე ლოცირდება კომპლექსური შენების 18/13/17 მმ ზომის 2.1 მმ მოცულობის, ფერადი კარტირებით მწირი ვასკულარიზაციით კვანძოვანი წარმონაქმბი.მარჯვენა წილის ქვემო მესამედის წინა ზედაპირთან ისახება კალციფიცირებული კვანძოვანი სტრუქტურა, ზომით 3.9/3.3 მმმარჯვ.წილის ზომებია 1.95/1.45/4.9 სმ მოცულობა 6.6 სმ3ისთმუსი 0.45/1.4 სმმარცხენა წილის ზომებია 1.8/1.7/4.8 სმ, მოცულობა 7.0 სმ3პარათირეოიდული ლიმფური ჯირკვლების კოლექტორები გადიდებული მაქს. ზომით 5.5/3.1 მმ მარცხნივ ანთებადი ტიპის. ციტოლოგიური გამოკვლევის პასუხი:(დამიზნებითი ასპირაციული ბიოპტატი, ახალწარმონაქმნის ლოკაცია: ფარ. ჯირკვლის ისთმუსის არე მარჯვნივ 13/17 მმ) მიღებულ მასალაში კოლოიდური მასების ცალკეული ჰემოსიდეროფაგების და ლიმფოციტების ფონზე ნანახია ფოლიკულური ეპითელიუმის მონომორფული უჯრედები პროლიფერაციის ნიშნებით. დასკვნა: შეესაბამება კოლოიდური კვანძის სურათს BSRTC:IIშეკითხვა: რამდენად სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს ციტოლოგიური კვლევა (მხოლოდ მარჯვნივ აღებული ბიოპტატიდან), და რას ნიშნავს კოლოიდური, რამდენად ექვემდებარება მკურნალობას ოპერაციის გარეშე?. მადლობა წინასწარ

პასუხი
- 5 მმ-ზე მცირე ზომის კვანძიდან ბიოპტატის აღება არ ხდება. ამდენად მასალა აღებული იქნა დიდი კვანძიდან და აქ საშიში არაფერია ნანახი. კოლოიდური ნიშნავს სითხოვან კისტოზურ წარმონაქმნს. მასში არანაირი გადაგვარების ნიშნები არ არის. საჭიროა ჰორმონების კონტროლი და მკურნალობა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით. ასევე საჭიროა კვანძების კონტროლი დინამიკაში გარკვეული პერიოდულობით. გირჩევთ, გამოცდილ ენდოკრინოლოგს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად