მოგესალმებით, ორჯერ დაგისვით კითხვა და ორივეჯერ სა... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

22-05-2019

-მოგესალმებით, ორჯერ დაგისვით კითხვა და ორივეჯერ სათანადო პასუხი მივიღე დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3... 3-4 წლისწინ ეხოსკოპიური და ტეესაშ ანალიზით მითხრეს რომ მაქვს ჩიყვი თუმცა სამწუხაროდ არ ვიცი რასახისაა, მკურნალობა არ დამიწყია მაშინ რაღაც პერიოდის შემდეგ ავერსის კლინიკაშიც დამიდასტურეს ჩიყვის არსებობის შესახებ, საერთოდ არ მიმკურნალია ჩიყვზე, დარღვეული მაქვს ციკლი ყოველთვის მაქვს გადაცდენა 3-4 დღე და ზოგჯერ 2 კვირიანიც კი ისეც ხდება ხოლმე თვე ისე გადის ციკლი არ მაქვს 9 თვეა დაოჯახებული ვარ და ფეხმძიმობა არ ყოფილა, შესაძლოა ციკლის დარღვევა უკავშირდებოდეს ჩიყვს ? ან აქამდე რომ არ დავფეხმძიმდი ესეც შესაძლოა ჩიყვს გამოეწვია ? როგორ მოვიქცე რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო იმისათვის რომ გავარკვიო რატომ ვერ ვახერზებ დაფეხმძიმებას.. მადლობთ <3

პასუხი
-მადლობა ჩვენი შრომის დაფასებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაები არის მენსტრუაციული ციკლის დარღვევის ერთერთი მიზეზი და ორსულობის დამაბრკოლებელი, ამიტომ პირველ რიგში უნდა ჩაიტრაოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა, რომ გაირკვეს უკავშირდება თუ არა უშვილობა ამ ორგანოს პათოლოგიას;
ზოგადად, უშვილობის დროს გამოკვლევა უტარდება ქალსაც და მამაკაცსაც. 
მამაკაცმა უნდა გაიკეთოს სპერმოგრამა.
უშვილობაზე ქალის კვლევა ანამნეზის შეკრებით იწყება და საჭირო გამოკვლევები ადგილზე დაიგეგმება (რათა თავიდან იქნას აცილებული არაინფორმაციული და ზედმეტი კვლევის ჩატარება). დიაგნოსტიკისთვის რეპროდუქტოლოგს უნდა მიმართოთ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად