რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. გთხოვთ მალე მიპასუხოთ ძალიან ვნერვიულობ. ვიყავი ორსულად, 10 აპრილს გავიკეთე მედიკამენტოზული აბორტი 6 კვირის ვადაზე. დაახლოებით 3 კვირა და ცოტა მეტი მქონდა გამონადენი. და ამის მერე სავარაუდოდ მენსტრუაციაც. ახლა 1 ივნისს ველოდები. ეხო გავიკეთე და უმნიშვნელო პატარა კოლტიღაა ფა ისიც ალბათ შემდეგ მენსტრუაციას გამოყვებაო. ტესტიც გავიკეთე უარყოფითია. 2 თვეზე ცოტა მეტია რაც შევამჩნიე რომ მაქვს სიცხეები დღე აქტიურ მდგომარეობაში 37.3-მდე ხოლო ღამე მწოლიარე მდგომარეობაში 36.8 . ეს ორსულობის დადგომის დროს დაემთხვა და ამას ვაბრალებდი სიცხეებს. მაგრამ ისევ გრძელდება. აბორტიდან თვენახევარია გასული. შეიძლება ამის ბრალი იყოს ეს სიცხეები თუ სხვა მიზეზები ვეძებო???
პასუხი
-თუ სხვა ჩივილი არ გაქვთ(შემცივნება, რაიმე სახის დისკომფორტი...), მაშინ ტემპერატურის ეს მაჩვენებლები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ რაიმე პათოლოგია ვივარაუდოთ. ზოგადად, სხეულის ნორმალური ტემპერატურა ინდივიდუალურია: ზოგისთვის იგი 36,2 გრადუსია, ზოგისთვის -37,2. სხეულის ნორმალური ტემპერატურის დასადგენად აუცილებელია, იგი გაიზომოთ რამდენიმეჯერ, მათ შორის -დილით და საღამოს, იმ დროს, როდესაც თავს კარგად გრძნობთ, აუცილებლად მშვიდ მდგომარეობაში. რადგან ტემპერატურის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს: დღის პერიოდი (სხეულის ტემპერატურა დღეღამური რიტმების შესაბამისად იცვლება. დილისა და საღამოს მაჩვენებლებს შორის სხვაობა 0,5-10C-ს შეადგენს); საკვების მიღება; ტირილი გაზომვის წინ; ემოციური დაძაბულობა; ბანაობა, საუნაში ყოფნა და ფიზიკური ვარჯიში; ცივი ან ცხელი კომპრესების გამოყენება....