მოგესალმებით. ბავშვი არის 6 თვის და 2 კვირის. 5 თვ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

commerce
21-05-2019

მოგესალმებით. ბავშვი არის 6 თვის და 2 კვირის. 5 თვიდან პედიატრმა დამატებითი კვება დაგვინიშნა, თუმცა დღემდე პრობლემა გვაქვს, არ ჭამს 2-3 კოვზის მეტს, არც ფაფებს და არც ბოსტნეულის პიურეს. დამატებითი კვების მიცემის მერე დაეწყო კუჭის მოქმედების პრობლემა. შეკრულობა არა აქვს, მაგრამ შეიძლება 3 დღე ისე გავიდეს, არ შეაწუხოს ამ პრობლემამ. მოვსინჯეთ შავი ქლიავიც, ვაშლიც, თუმცა უშედეგოდ.მიკრო ოყნა სჭირდება და შემდეგ კუჭის მოქმედება აქვს, როგორც პლასტელინის კონსისტენციის.ახლა პედიატრმა დაგვინიშნა "დუფალაკი" 5მლ. დღეში ერთხელ, თუმცა ესეც უშედეგოდ. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო.

პასუხი
- თუ ბავშვი არ წუყხს, განავალში არ არის ლორწო, არც სხვა არაფერი აწუხებს, მაშინ კუჭის მოქმედება ყოველდღიურად შეიძლება არ ჰქონდეს და ეს პათოლოგიად არ ითვლება. თუმცა როცა დამატებით საკვებს აძლევთ, მით უმეტეს ახალ პროდუქტებს უმატებთ, კარგი იქნება თუ პირველ რამდენიმე მიცემაზე მიაშველებთ ხოლმე ფერმენტს - მეზიმ-ფორტეს, 3500-იანი აბის 1/3 დაფხვენით და აურიეთ საკვების პირველ კოვზში. ან მიეცით წყალში გახსნილი უშუალოდ ჭამის წინ. ეს გააუმჯობესებს საკვების მონელებას.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად