.გთხოვთ დამეხმარეთ :( იშვიათად , მაგრამ მაინც მემა... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
18-05-2019

გამარჯობა.გთხოვთ დამეხმარეთ :( იშვიათად , მაგრამ მაინც მემართება ასეთი რამ გული მოულოდნელად იწყებს არარეგულარულად მუშაობას, ხან თითქოს ჩერდება მერე სწრაფად ცემს და გადამივლის ხოლმე. ორჯერ გადავიღე კარდიოგრამა და ერთხელ გულის ეხოსკოპია, არაფერი არ გჭირსო. რაღა გავაკეთო არ ვიცი, დედაჩემს არ მივყავარ ექიმთან ნერვოზი გაქვსო. ნერვოზი მართლა მაქვს ყველაფრის მეშინია, ეხლაც მგონია რომ მოციმიმციმე არითმია ან რამე საშინელი მჭირს. თავს კონტროლს ვერ ვუწევ. არანორმალურად მეშინია. შეიძლება მოციმციმე არითმია მქონდეს? შეიძლება 1 წელი გავიდეს და ეს სიფტომი არ მქონდეს. ადრე აქ დაგისვით შეკითხვა და ფსიქონერვოლოგს მიმართეთო და თქვენი აზრით, რაიმე დაავადება გამორიცხულია?

პასუხი
- თუ კარდიოგრამაზე და გულის ექოსლოპიაზე ყველაფერი რიგზეა, მაშინ მოციმციმე არითმია და გულის დაავადება გამორიცხულია. ასეთი ამოვარდნები, რაც თქვენ გაქვთ, არის  ექსტრასისტოლები, რაც ხშირად უკავშირდება ემოციურ ფონს. ასევე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევაც (ტსჰ და ფტ4 ჰორმონები სისხლში). მიიღეთ კორსიზი ან ვაგოსტაბილი რამდენიმე დღის განმავლობაში და ეს სავარაუდოდ მოგიწესრიგებთ რიტმს. ანდა შეგიძლიათ მიიღოთ კუნელის ნაყენი (იყიდება აფთიაქში) წყალთან ერთად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად