ყოველდღე მტკივა თავი და ასევე კუდუსუნი რისი ბრალი ... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

17-05-2019

-გამარჯობათ,ყოველდღე მტკივა თავი და ასევე კუდუსუნი რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი
-ძალინ დიდია იმ პრობლემების ჩამონათავლი, რასაც თავის ტკივილი ახლავს, დიფერენცირებისთვის აუცილებელია პაციენტთან გასუბრება, ჩივილთან დაკავშირებული რიგი დეტალების დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევბის ჩატარება, რადგან ტკივილს მუდმივი ხასიათი აქვს, დიაგნოსტიკისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს.
რაც შეეხება ტკივილს კუდუსუნში, კოქციკოდინია,  ხშირად ტელემაყურებლების დაავადებასაც უწოდებენ. ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას -უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში. 
ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა. თუმცა ყველაზე ხშირად, მიუხედავად ღრმა და მრავალფეროვანი კვლევისა, კოქციკოდინიის წარმოშობის მიზეზი უცნობი რჩება.
ამ პრობლემის გამო უნდა მიმართოთ ვერტებროლოგს(ხერხემლის სპეციალისტს) ან ტრავმატოლოგ-ორთოპედს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად