. ვარ 21 კვირის ორსული. 2014 წელს გადავირე ხელხემა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

16-05-2019

-გამარჯობა. ვარ 21 კვირის ორსული. 2014 წელს გადავირე ხელხემალზე რენტგენი და დამიდგინდა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მალების დაშორება. ცოტახანუ ვმკურნალობდი და მერე მივატოვე, ისე რომ შედეგი არც გადამიმოწმებია. ასაკითაც პატარა არ ვიყავი და ვიფიქრე აწი აღარ გამოსწორდებათქო. მას მერე არც გადამიღია რენტგენი. ახლა ვარ 28 წლის, ვაპირებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ჩემს ექიმთან ამ მალების დაშორებაზე არ მისაუბრია, არც მახსენდებოდა რატომღაც რომ მეკითხა და ახლა მიწვეს ვიზიტი, თუმცა იქენებ მანამდე თქვენც მითხრათ, ეს პრობლემა ხელს შეუშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას? ორსულობა მიმდინარეობს ძალიან კარგად. არც არანაირი წამალი მაქვს დანიშნული და ექოსკოპოიური კველევებითაც ყველაფერი კარგადაა. ან რომ გავიგო მალებზე რა მდგომარეობა მაქვს, რენტგენის გადაღება საშიშია ორუსლობის დროს? თუნდაც ერთხელ რომ გადავიღო. მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა - იოსებ ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი, ხელმძღვანელი პროფ. ა. ხომასურიძე

-ორსულობის დროს რენტგენოგრაფიული გამოკვლევა დაუშვებელია. ზოგადად მალების მხოლოდ დაშორება არ ქმნის პრობლემას ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის, მაგრამ თქვენი ბოლო გამოკვლევიდან (2014) საკმაოდ დიდი ხანის გასული და შესაძლოა მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია. თქვენ გესაჭიროებათ ექიმ ვერტებროლოგის კონსულტაცია, რომელიც ზუსტად შეაფასებს თქვენი ხერხემლის მდგომარეობას და მოგცემთ დასკვნას ფიზიოლოგიური მშობიარობის შესაძლებელობასთან დაკავშირებით.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად