. ვარ 24 წლის გოგო, ახლახანს გადავიტანე ჩუტყვავილა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
16-05-2019

-გამარჯობა. ვარ 24 წლის გოგო, ახლახანს გადავიტანე ჩუტყვავილა, 2 მაისს დამეწყო. ვერ ვიტყვი რომ მძიმედ გადავიტანე, 3 დღე მქონდა სიცხე და გამონაყარი ბევრი არ მქონია, მალევე გადამივიდა. უბრალოდ ერთი რამის მეშინია ძალიან, როგორც გავიგე ჩუტყვავილას შემდეგ არის შანსი რომ განვითარდეს ჰერპეს ზოსტერი. რამდენად დიდი შანსია და რა შემთხვევაში შეიძლება? ძალიან მეშინია, ტუჩზე მიჩნდება ხოლმე ზოგჯერ ე.წ. მარტივი ჰერპესი და ამასთანაც არის კავშირში? უფრო მეტი შანსია რომ ზოსტერიც გამოვლინდეს?

პასუხი
-ტუჩის ჰერპესი არ უკავშირდება ჩუტყვავილას, რაც შეეხება ჰერპეს-ზოსტერს ანუ სარტყლისებრ ლიქენს ის ჩუტყვავილას განმეორებითი გამოვლინებაა. დაავადება შესაძლოა ჩუტყვავილას გადატანიდან მრავალი წლის შემდეგაც კი განვითარდეს.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კი ჩუტყვავილა გადაუტანია, შეიძლება სარტყლისებრი ლიქენი დაემართოს, თუმცა მისი განვითარების განსაკუთრებით დიდი ალბათობა აქვთ ხანდაზმულებს.
ჩუტყვავილას გამომწვევი, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი, დაავადების გადატანის შემდეგ ხერხემლის გვერდით განლაგებულ ნერვულ წნულებში ინერგება და წლობით რჩება იქ პასიურ მდგომარეობაში, შესაძლოა, მთელი სიცოცხლეც კი "ეძინოს", მაგრამ ზოგჯერ აქტიურდება და სარტყლისებრ ლიქენს იწვევს.
ვირუსის გააქტიურების უშუალო მიზეზი უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევენ იმუნური ფაქტორების დაქვეითებას მძიმე დაავადების ან სტრესის ფონზე.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად