, ვარ 22 წლის და მაქვს აშკარად ენტერებიოზის დაავად... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

commerce
13-05-2019

გამარჯობა, ვარ 22 წლის და მაქვს აშკარად ენტერებიოზის დაავადება, მაწუხებს თავის ტკივილები, უძილობა და ქავილები, რას მირჩევდით როგორ ვუმკურნალო მედიკამენებით

პასუხი
- კარგი იქნება თუ დიაგნოზს დაადასტურებთ განავლის ანალიზით ჭიებზე. თუ დადასტურდება ენტერობიოზი, მკურნალობა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვერმოქსით - თითო აბი 2-ჯერ დღეში, დილას უზმოზე და საღამოს, ჭამის წინ უნდა დაღეჭოთ და მიაყოლოთ მცირე რაოდენობით წყალი. აბის მიღება ხდება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ერთი კურსი არის სამდღიანი ანუ სულ 6 აბი დაგჭირდებათ. თუმცა ამით არ მთავრდება მკურნალობა, საჭიროა რეინვაზიის ანუ ხელახალი დასნებოვნების თავიდან აცილება, რისთვისაც სამდღიანი კურსიდან 2 კვირის შემდეგ უნდა მიიღოთ ერთი აბი დილით უზმოზე და კიდევ 2 კვირის შემდეგ, იოსევ ერთი აბი, დილით უზმოზე. გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას: გამუდმებით უნდა იბანოთ ხელები საპნით, განსაკუთრებით ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რისთვის შედიხართ ტუალეტში. ტუალეტის სახელურები, ბაკის ცასარეცხი და ყველაფერი, რასაც იქ ხელს კიდებს ადამიანი, დაბინძურებულია ჭიის კვერცხებით და თუ ტუალეტში შესვლის შემდეგ არ დაიბანთ საპნით ხელს და ისე შეჭამთ მერე საჭმელს, აუცილებლად ხელახლა დაგემართებათ ენტერობიოზი. ამიტომ არის ხოლმე რომ ადამიანებს წლობით აქვთ დაავადება და ვერაფრით ირჩენენ. ეს მარტო ტუალეტს არ ეხება, ყოველი ჭამის წინ საპნით იბანეთ ხელები. 
კიოდევ ისიცვ გაითვალისწინეთ, რომ როცა ოჯახში ერთ ადამიანს აქვს ენტერობიოზი, სხვებსაც აქვთ ხოლმე იგივე პრობლემა, ამიტომ სასურველია ყველამ იმკურნალოს და ყველამ დაიცვას მაქსიმალურად ჰიგიენა. ხშირად იცვალეთ თეთრეული და გარეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე კარგი ფხვნილით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად