, მყავს 11 თვის ბიჭუნა. 7.5 თვისას 8 კბილი ქონდა უ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

commerce
13-05-2019

გამარჯობა, მყავს 11 თვის ბიჭუნა. 7.5 თვისას 8 კბილი ქონდა უკვე, პედიატრმა თქვა, ინტენსიურად მოდის სხვა კბილებიცო.ზოგადად აქტიური ბავშვია, როცა არაფერი აწუხებს, მშვიდადაა, მაგრამ ადვილად ღიზიანდება, პატარა დისკომფორტზეც თავს გადაიქნევს და უკან ვარდება ტირილით, თუ რაიმეს აღება დავუშალე მაშინაც ძალიან ღიზიანდება. ჩვეულებრივ მშვიდად ყოფნის დროს იკბინება ხოლმე ( ამას უფრო კბილებს ვუკავშირებ), აქვს ასევე მყისიერი მოძრაობები ჯერ ფრთხილად გისვამს ხელს და შემდეგ უცებ ჩქმეტაზე ან კაწვრაზე გადადის, ამ დროს არაა ცუდ ხასიათზე როგორც წესი. მეუბნებიან, რომ ესაა ემოციები და სიარულს და ლაპარაკს რომ დაიწყებს, ასე აღარ იქნება და დამშვიდდება. იქნებ კბილების ბრალიცაა ერთად რომ ამოუვიდა ამდენი.მოკლედ, მაინტერესებს რამდენად ნორმალურია ასეთი ქცევა ამ ასაკში? როგორ ფიქრობთ, ჭირდება ნევროპათოლოგის ჩარევა? ყველა თავის აზრს მეუბნება გარშემო და დახმარების ნაცვლად უფრო მაბნევენ. P.S. კალციუმი აქვს დანიშნული ახლა (ოსტეოქეა), ძილი შედარებით გამოუსწორდა, 2-3ჯერ იღვიძებს მხოლოდ ღამე, თუმცა გაღიზიანება მაინც დარჩა, ხან მეტად , ხან ნაკლებად. მადლობა წინასწარ. და, კიდევ, იქნებ მნიშვნელოვანია ესეც, 2 თვისას ლარინგოსპაზმი ქონდა და ნევროპათოლოგმა ლუმინალი დაუნიშნა, სამი თვეზე მეტი ვასმევდი. სპაზმი მოეხსნა.

პასუხი
- თქვენი მონათხრობი ქცევის შესახებ გვაძლევს მხოლოდ სუბიექტურ ინფორმაციას, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ნევროლოგიური სტატუსი და ბავშვის გაღიზიანების მიზეზი, საჭიროა ნევროლოგმა ნახოს ბავშვი. ის არა მხოლოდ ქცევას შეაფასებს, არამედ ნერვულ რეფლექსებსაც ნახავს და სხვა ნევროლოგირ სიმპტომებს და ამის მიხედვით დასვამს დიაგნოზს. ამის შემდეგ იტყვის ექიმი, ეს ბავშვის განვითარების ფიზიოლოგიური ეტაპია თუ ჰიპერაგზნებული მდგომარეობა და სჭირდება თუ არა მსუბუქი დამამშვიდებელი მკურნალობა. საინტერესოა, როგორი აქვს სისხლში კალციუმი და საერთო ანალიზში ხომ არ არის დაქვეითებული ჰემოგლობინი.
ასე რომ, გაიარეთ ნევროლოგის კონსულტაცია.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად