! არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ბავშვობიდან მქონდა უ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

12-05-2019

-გამარჯობა! არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ბავშვობიდან მქონდა უაზრო შიშები. მაგალითად სულ მეგონა რომ რადგან ბებია და პაპა მოხუცები იყვნენ მალე გარდაიცვლებოდნენ და სულ ამაზე ვფიქრობდი. ორივე უზომოდ მიყვარდა და ამ დღის სასტიკად მეშინოდა. ამ შიშებმა გამიარა, თუმცა გარდატეხის ასაკში ახლა უკვე საკუთარ ჯანმრთელობაზე ვღელავდი. მეგონა რაღაც ძალიან ცუდი მჭირდა და სიკვდილს შეგუებული ვიყავი. მომავალზე აღარ ვფიქრობდი რადგან მეგონა იქამდე მაინც ვერ ვიცოცხლებ მეთქი. ძალიან ბევრი შიში გამოვიარე ჩემი უაზრო აკვიატებების გამო, ფსიქოლოგთან არ მივლია, მაგრამ როგორღაც თავს მოვერიე და მიმავიწყდა პრობლემები. ჩემი თანატოლებიც უჩიოდნენ იგივე სიპტომებს, გულის ტკივილს, აჩქარებებს და მართლაც დავიჯერე რომ ეს ასაკის ბრალი იყო და ყველაფერმა გაიარა ,თუმცა დროებით. ერთ დღეს მეგობარმა მითხრა ჩემი ტოლი გოგონა გარდაიცვალა ანევრიზმითო, არც ვიცოდი რა დაავადება იყო, დავგუგლე და ძალიან შემეშინდა, დამეწყო დეპრესია, თავის ყოველდღიური ტკივილები, სახლიდან გარეთ არ გავდიოდი, დედაჩემმა მიმიყვანა ნერვოლოგთან, გამოკვლევების გარეშე დამინიშნა დამამშვიდებლები. 2 თვე ვუჩიოდი ყოველდღიურ თავის ტკივილსა და შიშებს. ამანაც გამიარა. ამის შემდეგ არაფერი მაწუხებდა, უბედნიერესი ვიყავი თუმცა სტუდენტი რომ გავხდი კვლავ დამეწყო შიშები. თავის ტკივილები. ახლაც ყოველდღე მტკივა, თან გამაყუჩებელიც არ მშველის. მეგობრები მეუბნებიან მაზოხისტი ხარო. არსად არ მივდივარ გასართობად , უბრალოდ ამის სურვილი არ მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ მოვალეობის მოხდის გამო, კლასელები რომ იკრიბებიან არ მივდივარ, უბრალოდ გართობის სურვილი არ მაქვს, მათ კი ჰგონიათ რომ თავში ამივარდა. მეშინია ბედნიერების, არ მინდა რომ ვიყო ბედნიერი, ფული მქონდეს , კარგი ცხოვრება, რადგან მეშინია რომ ამ ყველაფერს დავკარგავ. ეკონომიურად უჭირს ჩემს ოჯახს. ამიტომ არ შემიძლია ვიყიდო ის რაც მინდა და მომწონს, თუმცა ვიღაც ფულს რომ მჩუქნის მაგისაც მეშინია, მგონია რომ რაღაცას რომ ვიყიდი რაც მინდა ეგეც არ შემრჩება და ჩამშხამდება. ამის გამო უარს ვამბობ ყველაფერზე, გართობაზე, ბედნიერებაზე, ოცნებებიც კი არ მაქვს, მომავალში არანაირი გეგმები არ მაქვს აზრი არ აქვს მაინც მალე მოვკვდები მეთქი. რა გავაკეთო

პასუხი
-დეპრესიული მდგომარეობა გაქვთ (ფობიების გამო). პრობლემა მოგვარებადია, მაგრამ აუცილებელია ფსიქონევროლოგთან დროული ვიზიტი. დაგჭირდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპია. ექიმთან ვიზიტამდე მაქსიმალურად შეეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით >>>https://mkurnali.ge/profilaqtika2/2432-ckhovrebis-jansaghi-tsesi-arsi-da-principebi.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად