ორ წელზე მეტია მაწუხებს საჯდომი ნერვის ანთება სავა... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

11-05-2019

-ორ წელზე მეტია მაწუხებს საჯდომი ნერვის ანთება სავარაუდოდ სიცივეზე მიმძაფრდება სიარულის დროს ვიღლები და საკმაოდ შემაწუხებელია თან დაერთო კუნთის გაკვანზვა .ფეხს რომ ვამოძრავებ წელზე ტკაცუნობს თითქოს ჩაჯდება ფეხი.თუ მაღალზე მიდევს თავი ან იმ მხარეს ვწევარ ის ფეხი მიბუჟდება.საკმაოდ შემაწუხებელია ღამით ძილშიც მაღვიძებს ეს დაბუჟება. მაქვს ენდოკრინული პრობლემები წონაც მაწუხებს. რა შეიძლება გავაკეთო რომ პრობლემა მოიხსნას

პასუხი
-თქვენ საჭიროებთ ნევროპათოლოგის ან ორთოპედ-ვერტებროლოგის(ხერხემლის სპეციალისტი) კონსულტაციას.
რადგან საჯდომი ნერვის ანთების ანთბის მიზეზი არის :
ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
მენჯის ძვლების დაცილება ,რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
მსხლისებრი კუნთის სინდრომი -ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;
ართრიტი;
ტრავმა;
შეკრულობა;
დიაბეტი;
ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა....
ტკივილის დასაცხრობად მტკივან ადგილზე შეიგიძლიათ წაისვათ გამაღიზიანებელი მალამო მაგ;, ფინალგონს, ნიკოფლექსს, დაიდოთ წიწაკის ან მდოგვის საფენი.
კარგია მტკივანი არის დაზელა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (ინდომეტაცინით, ორტოფენით, ვოლტარენით).
პარალელურად ინიშნება ასეთივე პრეპარატების საინექციო ან დასალევი ფორმები, მაგრამ ასეთ ფორმებს ახასიათებს გვერდითი ეფექტები (მაგალითად, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება), ამიტომ მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
ჭარბი წონის გამო კი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგს უნდა მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად