,ყველაფერს დეტალურად აღგიწერთ,მოკლედ,ვარ 15 წლის,ა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

11-05-2019

-გამარჯობა,ყველაფერს დეტალურად აღგიწერთ,მოკლედ,ვარ 15 წლის,არაერეგირებულ მდგომარეობაში ჩუჩის გადაწევა არ მიჭირს,მაგრამ ყოველჯერზე სანამ ვიზამ რაღაც უსიამოვნო განცდა მაქვს და ვერიდები,რაც შეეხება ერეგირებულ მდგომარეობაში,ასოს თავის გამოჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია,რაღაც თითქოს მიბმულივითაა და რომ ვცდილობ გადაწევას ტკივილის შეგრძნება მაქვს და თავს ვანებებ.ასევე ასოზე ხელით შეხებისას ტკივილს ვგრძნობ პატარაობიდან.მაინტერესებს აქვს თუარა ამას გავლენა და შეუძლია თუ არა შექმნას რამე პრობლემა გამრავლების საკითხზე და ზოგადად რას მირჩევდით?

პასუხი
-ამ პრობლემას ფიმოზი (ჩუჩის სივიწროვე) ჰქვია. საერთოდ, ზრდასრულ ასაკში ფიმოზის პრობლემის მოსაგვარებლად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
ფიმოზის დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ეს პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების -სმეგმის დაგროვებას.
სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ზომაზე მეტი გროვდება, იქმნება დაავადების გამომწვევ მიკრობთა გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა -ასოს თავის რეგულარული ჩამობანა საპნითა და თბილი წყლით. თუ ჰიგიენას სათანადო ყურადღება არ მიექცა, შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსთიტი -ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი მიმართულებით გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს, ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს.
გარდა ამისა, ფიმოზი იწვევს დისკომფორტს სექსულაური კავშირის დროს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად