8 tvis bavshvistvis roca gavaketebt droxis xorcisg... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

11-05-2019

-8 tvis bavshvistvis roca gavaketebt droxis xorcisgan guftas an katlets sayinuleshi ramden xans sheidzleba misi shenaxva? Ert tvemde sheidzleba?

პასუხი
-ბავშვს ახალი ხორცისგან უნდა მოუმზადოთ გუფთა ყოველ ჯერზე ახალი (გაყინვა და შენახვა არ არის რეკომენდირებული).
ფარშისთვის გამოიყენეთ ახალგაზრდა ძროხის მჭლე ან ხბოს ახალი, გაუყინავი ხორცი. გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ბრინჯი, სველი ხელით მოაგუნდავეთ და მოხარშეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. პირველი ნახარში რომ წამოდუღდება, გადაღვარეთ, ხორცის გუნდას დაასხით ცხელი ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. დროდადრო გასინჯეთ და როდესაც ხორცი მოიხარშება, ბულიონითურთ გადაიღეთ მეორე ქვაბში, რომელშიც მოთავსებული იქნება 1 საშუალო ზომის კარტოფილი და სტაფილო, თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური და მწვანე ხახვი. დაამატეთ ჩაის კოვზით მარილის ხსნარი და ხარშეთ კიდევ 25-30 წუთი. ამის შემდეგ ხორცის ფარში, კარტოფილი, სტაფილო, წინა დღის თეთრი, გამომშრალი პურის ან ორცხობილას ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით იმდენი ბულიონი, რომ ულუფა დაახლოებით 200 მლ გამოვიდეს. კერძი პატარას კოვზით მიეცით.
გაითვალისწინეთ: ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 მლ-ს - ჩვილის კუჭს ამაზე მეტის მონელება გაუძნელდება. გარდა ამისა, ჩვილის ფერმენტული აქტივობაც არ არის სრულყოფილი, რითაც აიხსნება ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ შებერვა, აირების დაგროვება და დისკომფორტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად