ამას მეტეორიზმი ჰქვია?ანუ იმდენი არაფერი არ მაქ და... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
11-05-2019

-ამას მეტეორიზმი ჰქვია?ანუ იმდენი არაფერი არ მაქ დაგროვილი რამდენადაც გასვლა უჭირს ირგანიზმიდან ჰაერს.ბჟუის ხან ფეთქავ კუჭი მუცელი.და როდის როდის გავა მერე/ხან სატები სჭირდება ანაპრილინის დალევაც კი მჭურდება.მეტეორიზმია?არადა ბევრი არმქა ხოლმე დღეღამეში

პასუხი
-ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს მეტეორიზმი.
აირების ჭარბი დაგროვებიათ გამოწვეული ჩივილები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ზოგიერთს აწუხებს მუცლის შებერვა, მისი ზომის (გარშემოწერილობის) მკვეთრი მატება, რაც ნაწლავების შებერვის შედეგია.
მიუხედავად ჭარბი დაგროვებისა, აირების გამოყოფა არ ხდება, ვინაიდან ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპაზმი. ამ შემთხვევაში პაციენტები ხშირად უჩივიან მუცელში დისკომფორტსა და მჭრელ ტკივილს. რიგ შემთხვევაში აირებით გადავსების გამო ნაწლავის კედლის გაწელვის შედეგად ვითარდება ძლიერი მოვლითი ტკივილი, რომელიც მხოლოდ აირების გამოყოფის შემდეგ მცირდება.
ამავე დროს, დადგენილია, რომ პირდაპირი კავშირი დაგროვილი აირების რაოდენობასა და ტკივილის ინტენსივობას შორის არ არსებობს. ზოგიერთს ტკივილი მცირე რაოდენობით აირების დაგროვების შემთხვევაშიც აღენიშნება, მაშინ, როცა ზოგიერთი ტკივილს ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირის არსებობის დროსაც კი არ უჩივის. ეს ყველაფერი ტკივილის ინდივიდუალური აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული.
მეტეორიზმის მეორე ვარიანტს ახასიათებს ნაწლავიდან აირების ინტენსიური გამოყოფა, რასაც ხშირად თან სდევს ხმაური.  მართალია, ამ შემთხვევაში ტკივილი უმნიშვნელოა, მაგრამ არანაკლებ უხერხულობას უქმნის პაციენტს მუცელში წარმოქმნილი ხმაური, ყურყური და მძაფრი სუნის მქონე აირების ხმაურიანი გამოყოფა.
გარდა აღნიშნულისა, აირების ჭარბ დაგროვებას შესაძლოა თან ახლდეს ბოყინი, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი, არასასიამოვნო გემო პირში, მადის დაქვეითება. არ არის გამორიცხული, მეტეორიზმმა გამოიწვიოს ისეთი ზოგადი გამოვლინებები, როგორიც არის ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, გულის რიტმის დარღვევა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად