მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 9 თვის და 1 კვირის,... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 9 თვის და 1 კვირის, ბუნებრივ კვებაზეა დაბადებიდან, დამატებას არაფერს იღებს. როგორც ჩანს, რძე ჰყოფნის, მიუხედავად მცდელობისა, ვერც ფაფებზე გადავიყვანე, ვერც ბოსტნეულის წვნიანზე, მხოლოდ ვაშლს ჭამს ფაფის სახით, რამდენად ნორმალურია ეს ? ჯერ არ აქვს არც ერთი კბილი. ასევე, მაინტერესებს ოფლიანობას რა იწვევს ?! ჭამის დროს, ძილის დროს, ემოციების გამოხატვისას თმა და სხეული ენამება. არის ეს კავშირში D ვიტამინის ნაკლებობასთან? თუ კი, რა შეიძლება მივცე?! მადლობა .

პასუხი
-დაუშვებელია 9 თვის ბავშვი მხოლოდ ძუძუთი კვებაზე გყავდეთ. თუ ოფლიანობის პარალელურად პატარა ჭირვეულობს, აგზნებულია, უჭირს დაძინება, ოფლიანობას გამოხატულია განსაკუთრებით ჭამისა და ძილის დროს(ამ დროს პატარა განუწყვეტლივ უხახუნებს თავს ბალიშს, საწოლის ზედაპირს, ზეწარს, რის გამოც კეფის არეში თმის ცვენა ეწყება), მაშინ რაქიტი განიხილება აღნიშნულის მიზეზად და საჭიროა კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება, (ექიმის გადაწყვეტილებით, მიმართეთ პედიატრს).
პარალელურად ბავშვი დიდხანს უნდა ასეირნოთ მზიან ამინდში, მენიუში დამატებითი საკვები შეიტანოთ ასაკის შესაბამისად.
ახალი საკვები ეტაპობრივად მცირე ულუფებით უნდა შევიდეს ბავშვის მენიუში; ჯერ მიეცით დამატებითი საკვები და შემდეგ ძუძუ.
ნუ დააკლებთ მცდელობას; დახმარებას გაგიწევთ ჩვენი ვებ გვერდის სტატიები: "პირველი დამატებითი საკვები -ბოსტნეულის პიურე"
https://mkurnali.ge/pediatria/3065-pirveli-damatebithi-sakvebi-bostneulis-piure.html
"პირველი ფაფა"
https://mkurnali.ge/pediatria/3091-pirveli-fafa.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად