მყავს 1და 2 თვის ტყუპები თუ შეიძლება მითხარით დღი... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

07-05-2019

-გამარჯობათ მყავს 1და 2 თვის ტყუპები თუ შეიძლება მითხარით დღის გამნავლობაში კვების სსვადასხვა მენიუ, რძეს აღარ ვაძლევ აღარ მოწოონთ, გერკულეს პიურეს და სუპებს ვაძლევ ხან ბოსტნეულის ხან ხორციანს, მანისაც ვაძლევ, რითი შეიძლება განვუახლო და სხვა საკვებით ჩავანაცვლო??

პასუხი
-1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).
-მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:
- 1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი, ა.შ.);
მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) –(ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები -ბარდა, ლობიო, სოია);
მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)
- შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა.
სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების -მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს -თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ იგი.
მანის ბურღული შეზღუდულად უნდა შედიოდეს 3 წლამდე ბავშვის მენიუში.
დამატებითი კონკრეტული რჩევები ნახეთ ბმულებზე
1. https://mkurnali.ge/pediatria/3175-bavshvis-kveba-1-tslidan.html

2. https://mkurnali.ge/pediatria/8326-bavshvis-kveba-1-dan-3-tslamde.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად