, ვარ 21 წლის , დავიპლომბე კბილი სამითვის წინ , ე... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

commerce
06-05-2019

გამარჯობა , ვარ 21 წლის , დავიპლომბე კბილი სამითვის წინ , ეხლა წამოვედი რუსეთში, ქალაქ პენზაში , ამტკივდა კბილი და 3 დღე ვერ მივხედე თამაშის გამო , დაიწყო გასიება , გამიხსნეს არხი ამოიღეს პლომბი მაგრამ კიდე გამისივდა ღამე გამაქციეს ქირურგთან რომელმაც კიდე უფრო გახსნა არხები და ჩამიდგა დრენაჯი , რმელიც ამომივარდა და ყბა კიდე უფრო გასივდა , მეორე დღეს მივედი ახალ ექიმთან დამადო დროებითი პლომბი შეუშვა ანტიბიოტიკევი და ისევ დრენაჯი მაგრამ გამისივდა ისევ არ მტკიოდა და ეხლა ღამე დამეწყო ისევ ტკივილი სასწაული ვსვავ ლინკოცინს ანტიბიოტიკს , ნაიზს გამაყუჩებელს ეხლა მაინტერესებს ჩამოვიდე თბილიში გასაჭრელია თუ არა მთელი ყბა მგონი არ იციან აქ , შეიძლება ეხლა დროებითი პლომბიც მტკივა მითრეს ხვალიდან დაგიცხრებაო მაგრამ არ უჩანს მაგის პირი , ძალინ გთხოვთ დამეხმარეთ ეხლა ჩავაგდებ სურათს თვითონ კბილის რაც გაამიღეს და ეხლა როგორც მაქვს ყბა თუ საჭიროა ჩამოსვლა და სერიოზული მკურნალობა მითხარით როგორც ვიცი ძვალზე გადავიდა ინფექცია

პასუხი
-პასუხობს სტომატოლოგიური კლინიკა Dent Inn-ის  ექიმი-თერაპევტი  სოფო ფილიევი.

მოგესალმებით. სურათზე ორი კბილი ჩანს ნამკურნალები. თუ სურათზე სწორად ვარჩევ საკმაოდ დიდი ანთების კერაა.. აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. სამწუხაროდ არ ვიცი რუსეთში რა სავაჭრო დასახელებით იქნება და გეუბნებით მედიკამენტის ჯგუფს ჯენერიული დასახელებით ევროპული წარმოების და კარგი ხარისხის.
1. პენიცილინის ჯგუფიდან ამოქსიცილინ კლავულანის მჟავა 1000მგ 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. კვების შემდგომ.
2. არასტეროიდი დექსკეტოპროფენის  ჯგუფიდან საშეტი ან ტაბლეტი. 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ.
3. პირის ღრუს სავლებები ინტენსიურად!
4. პირის ღრუს ჰიგიენური წესების დაცვა ზედმიწევნით!
მე არ ვერევი თქვენი ექიმის კომპეტენციაში თუმცა თუ კბილი ვერ უძლებს დახურვას დროებითი ბჟენით ანუ ჰერმენტულ გარემოს, ჯობს ღიად იყოს დატოვებული. ოღონდ უპირველესად ეს ორივე კბილი სადაც არხებია  დაბჯენილი უნდა განიბჟინოს და დაიტოვოს ღია მდგომარეობაში რათა მოხდეს ექსუდატის დრენირება. ხაზს ვუსვამ ღიად , ბჟენის გარე კბილის დატოვება შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში..
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად