მშობიარობის შემდეგ მომემატა კბილებზე მგრძნობელობა ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

03-05-2019

-მშობიარობის შემდეგ მომემატა კბილებზე მგრძნობელობა ტკბილი საკვების მიმართ მისი მიღების მტკივდება კბილები,რა შეიძლება გამოვიყენო ამ დროს?

პასუხი
-კბილის მომატებულ მგრძნობელობას ერთი მიზეზი არ აქვს, საჭიროა მიზეზის დადგენა იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს, ამიტომ საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი; თუ კბილის კარიესული დაზიანება ან ღრძილების დაავადება არ აგეღნიშნებათ ხშირად ბზარების არსებობა იწვევს ხოლმე კბილებზე მგრძნობელობის მომატებას. მომატებული მგრძნობელობის მოსახსნელად იყენებენ სხვა და სხვა საშუალებებს როგორც სტომატოლოგიური კაბინეტის პირობებში, ისევე სახლშიც, გააჩნია სიტუაციას!
სცადეთ კბილის პასტა მომატებული მგრძნობელობის მოსახსნელად (საოჯახო პირობებში შეგიძლიათ სენსოდინის კბილის პასტა გამოიყენოთ და ეფექტის გასაძლიერებლად კი მისი სავლებიც შეგიძლიათ ჩართოთ.)
და თუ ეფექტი არ იქნება, მაშინ მიმართეთ სტომატოლოგს (თუ კარიესი არ არის ან ღრძილების ანთება, მაშინ მომატებული მგრძნობელობის დასათრგუნად სტომატოლოგი დაგიმუშავებთ კბილებს სპეციალური მგრძნობელობის მომხსნელი პროფესიული კბილის პასტით). მომატებული მგრძნობელობისას რეკომენდებულია სპეციალური ფთორშემცველი კბილის პასტებისა და სავლები ხსნარების გამოყენება, ფთორ-ლაქით კბილების დაფარვა, ელექტროფორეზი.
კბილის პასტაც და ჯაგრისიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და სტომატოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით.
კბილის ხშირი -დღეში 4-ჯერ და უფრო მეტჯერ -ხეხვა, არასწორად შერჩეული სიხისტის ჯაგრისისა და აბრაზიული კბილის პასტის გამოყენება ხშირად ხელს უწყობს მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერესთეზიის) განვითარებას. გახშირდა არაკარიესული ტიპის დაზიანება –ჯაგრისისმიერ ცვეთა. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად