რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით, მირჩიეთ რა გავაკეთო..მყავს 6 წლის გოგონა, რომელსაც საშინლად გაუფუჭდა კბილები, აქვს კარიესები..შარშან დავუპლომბე რამოდენიმე, მაგრამ რამოდენიმე თვეში ისევ ამოუვარდა პლომბები და ტკივა...ამ ასაკში თუ შეიძლება კბილების ამოღება ანესთეზიის გარეშე?საერთოდ არაქვს გაკეთებული ნემსი და ძალიან ეშინია,არ აკეთებინებს ექიმს გამაყუჩებელს...ან სხვა რა გზა არსებობს ამ კბილების სამკურნალოდ?
პასუხი
-არ არის სასურველი სარძევე კბილები ჩვეულზე ადრე მოიცვალა/ამოსაღება, რადგან ეს პრობლემას შეუქმნის სხვა კბილებს. ძირითადი კბილი დეფორმირდება, მოგვიანებით კი არასწორი თანკბილვა შეიძლება გამოიწვიოს. თუკი შესაძლებელია სარძევე კბილები კვლავ უნდა დაუბჟინოთ, სანამ ბუნებრივად არ მოხდება მათი მოცვლა. პროფილაქტიკის ერთადერთი გზა ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა. ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი. არ არის სასურველი, ბავშვი მხოლოდ რბილ სურსათს იღებდეს. აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის ჭამა -ისინი კბილების ერთგვარ მექანიკურ გაწმენდას ახდენენ. ასევე აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენას, სარძევე კბილებს ისევე უნდა მოვლა, როგორც ძირითადს.