18 წლის ვარპატარა მკერდი მაქვს და თავები პროპორციუ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-04-2019

-გამარჯობა18 წლის ვარპატარა მკერდი მაქვს და თავები პროპორციულია ზომასთან. მაგრამ სიმაგრე აკლია და კარგად არ არის განვითარებული. შეიძლება რომ ჰორმონალური დარღვევა იყოს? ან რაიმე პათოლოგია?

პასუხი
-სარძევე ჯირკვლის ფორმა და სიდიდე ინდივიდუალურია და ცვალებადობს ასევე ინდივიდუალურად. მისი ცვალებადობა -ანუ ზომაში გადიდება-შემცირება დამოკიდებულია ასაკზე, მშობიარობების რაოდენობაზე, სარძევე ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ქალის ნაკვებობაზე.
სარძევე ჯირკვლის ზომას გენეტიკური ფაქტორიც განსაზღვრავს.
16- 17 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლები მთლიანად ფორმირდება, თუმცა მათი ზრდა საშუალოდ 20-21 წლამდე გრძელდება.
თუ მენსტრუაციული ციკლი ნორმალურად გაქვთ, თმიანობაც ნორმალურია, მაშინ სარძევე ჯირკვლის მცირე ზომა ჰორმონულ დისბალანსს არ უნდა უკავშირდებოდეს.
ზოგადად, ენდოკრინოლოგი აფასებს ჰორმონული ფონის მდგომარეობას და ადასტურებს ან გამორიცხავს მისი ზომების ჰორმონ დამოკიდებულ მდგომარეობას.
მკერდის ფორმის, ზომის, სიმკვრივის ცვლილების რეალური შედეგი პლასტიკური ქირურგიით მიიღწევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად