ჩემი მდგომარეობა ასეთია, შემაწუხა მუხლის და მენჯის... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

25-04-2019

-ჩემი მდგომარეობა ასეთია, შემაწუხა მუხლის და მენჯის ძვლის მსუბუქმა ტკივილმა, გადავიგე რენტგენი რომლის პასუხი ასეთია: თაბუხის თაღები მცირედ დისპლაზიური, მეტად მარჯვნივ, სასახსრე ნაპრალი ზომიერად დავიწროებული, გამოხატულია ტაბუხის ფოსოს თაღების სუბქონდრალური სკლეროზი, კიდითი მცირე ზომის ოსტეოფიტები, მარჯვენამხრივი მცირე ლატეროპოზიცია, შენტონის ხაზი უმნიშვნელოდ დარღვეულია.მუხლის სასახსრე ნაპრალები ზომიერად დავიწროებულია მედიალურად, გამოხატულია სასახსრე კიდეების სუბქონდრალური სკლეროზი, როკთაშუა შემაღლებათა წაწვეტიანება, ბარძაყის და დიდი წვივის ძვლების გვერდითი გვერდით კიდეებზე მცირე ზომის ოსტეოფიტები,მარჯვენა მუხლის სასახსრე ნაპრალში მცირე ზომის კალცინაციაა, მარცხენა ბარძაყის მცირე როტაცია, ხილული ტრამვული და დესტრუქციული ცვლილებები არ შეინიშნება. უმორჩილესად გთხოვთ დეტალურად განმიმარტოთ, რამდენად მძიმეა ჩემი სახსრების მდგომარება,და მკურნალობა მირჩიეთ რა პრეპარატებით,ან ექიმი

პასუხი
-მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარში აღინიშნება ცვლილებები, რაც აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. ამ ეტაპზე არ არის მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ პროცესმა პროგრესირება რომ არ განიცადოს, აუცილებელია მკურნალობა. თუ მკურნალობა დროულად იქნება დაწყებული, მაშინ ტკივილის სინდრომიც მოიხსნება და სახსრის დაზიანება არ პროგრესირდება.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად