. ჩავიტარე გინეკოლოგიური კვლევა. ვგეგმავ ორსულობას... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

20-04-2019

-გამარჯობა. ჩავიტარე გინეკოლოგიური კვლევა. ვგეგმავ ორსულობას. 7 თვეა ვერ დავფეხმძიმდი. გინეკოლოგიურად ყველაფერი წესრიგში მაქვს. 1 თვეა ვსამ ფოლიუმის მჟავას. გთხოვთ მირჩიეთ კიდევ რა გამოკვლევა ჩავიტარო რაც დამეხმარება დაფეხმძიმებაში? ან რა შეიძლება იყოს მიზეზი რომ ვერ ვრჩები?

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი  ნინო დავიდოვა

- ის ფაქტი, რომ 7 თვის განმავლობაში ორსულობა არ დგება, არ არის საგანგაშო. მაგრამ ვინაიდან გსურთ გამოკვლევების ჩატარება, ამის დასაგეგმად საჭიროა ვიცოდეთ თქვენი მენსტრუაციული ციკლია - რეგულარულია, თუ არა, ასევე გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის გამონაყარი, თმიანობის პრობლემა. ამ ყველაფრის შემდეგ საჭიროა ჰორმონული გამოკვლევის ჩატარება, ასევე მილების გავალობის რენტგენოლოგიური შეფასება, სასურველია მეუღლემ გაიკეთოს სპერმოგრამა. ჩამოთვლილის შედმეგ საჭიროა მიმართოთ ექიმს, რათა რაიმე პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, დაგენიშნოთ სათანადო მკურნალობა. და კიდევ, მნიშვნელოვანია თქვენი ასაკი, რადგან 35 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში, გამოკვლევების სქემა შეიძლება მცირედ შეიცვალოს. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ ხართ 35 წელზე ნაკლები ასაკის, სანერვიულო, დიდი ალბათობით, არაფერია, რადგან ჯერ გასულია მცირე პერიოდი. რადგან გამოკვლევებით ყველაფერი წესრიგში გაქვთ, სავარაუდოდ, ორსულობა აუცილებლად დადგება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად