. რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ხაჭო და მაწონი?... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

19-04-2019

-გამარჯობა. რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ხაჭო და მაწონი? კვირაში რამდენჯერ და რა რაოდენობით? და რასთან ერთად კიდევ? მადლობა

პასუხი
-ზოგადად მაწონი, ჩვილის რაციონში 8-9 თვის ასაკიდან შეაქვთ, თუმცა სუსტ, ხშირად მოავადე ბავშვებს, ბავშვის პირადი პედიატრის რეკომენდაციით, ისინი შესაძლოა 5-6 თვიდანაც კი მიცეთ, ქარხნული ან შინ დამზადებული, მაგრამ არა ძროხის რძეზე დამზადებული.
ხოლო ხაჭო, ხელოვნური კვების დროს, პატარას რაციონში შედის 5-6 თვის ასაკიდან, ბუნებრივი კვების დროს -7-8 თვის ასაკიდან, კვირაში 2-3-ჯერ. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით. ფაფაში ან ბოსტნეულის და ხილის პიურეში გასრესილი სახით.
დასაწყისში, უმჯობესია ბავშვს ხაჭო თავად მოუმზადეთ სახლის პირობებში, ამისთვის -ამ ასაკის ბავშვს უნდა მისცეთ შინ დამზადებული ხაჭო -1 ჩაის ჭიქა ქარხნულ რძეს დაამატეთ ჭიქა ქარხნული მაწონი, შეურიეთ და დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ, მასა აიჭრება, შემდეგ ყველაფერი საწურზე დაასხით, დააცადეთ, რომ წყალი გაიწუროს, საწურზე დარჩენილი ხაჭო კოვზით გახეხეთ და გამოიყენეთ, სასურველია ბავშვის მისცეთ მომზადებიდან 2-3 საათში; დანარჩენი შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში, შენახვა შესაძლებელია 2დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ კი გადახვალთ 9%-იან ხაჭოზე.
თუ მზა ხაჭოს მიცემას გადაწყვეტთ, მაშინ 0% ხაჭო შეიძინეთ, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული იქნებით.
საერთოდ კი გირჩევთ, წლამდე ასაკის ბავშვის კვების საკითხი მის პირად პედიატრთან შეათანხმოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად