. ვარ 14 წლის 51 კილო და დაახლოებით 160 სანტიმეტრი... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

18-04-2019

-გამარჯობა. ვარ 14 წლის 51 კილო და დაახლოებით 160 სანტიმეტრი.ნოემბრიდან მოყოლებული ვვარჯიშობდი იანვრამდე და დავიკელი 5 კილო,(ვჭამდი შეუზღუდავად ყველაფერს)მაგრამ იანვრის შემდეგ აღარ ვვარჯიშობდი(რეგულარულად)ამიტომ დავიწყე შეზღუდვები და ყველანაირად ვცდილობდი,რომ ცოტა კალორია მიმეღო.მარტის ბოლოს კი ავიწონე(მანამდე არ ამიონია)და ჩემდა გასაოცრად საკმაოდ ვიყავი დაკლებული.ახლა კი ამ წონის შენარჩუნება მინდა და ამიტომ ვცდილობ რომ ჯანსაღად ვიცხოვრო.ამიტომ დილას უმეტესად კვერცხით,ხილით ან შვრიით ვიწყებ.სკოლაში კი პეჩენია ან პატარა შოკოლადი მიმაქვს(ცალობით რომ არის)და დახლოებით 12 საათზე ვჭამ. სახლში რომ მოვდივარ სადილზე დაახლოებით 3 საათზე და ვჭამ იმას რაც მზად არის ვცდილობ რომ ზედმეტი არ ვჭამო(მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვაკონტროლებ). ამის შემდეგ კი მინიმუმ 20 წუთი ვალაგებ სახლს.5 საათზე კი ხილს ვჭამ და მათემატიკაზე მივდივარ კვირაში ოთხჯერ და დაახლოებით წინა და უკანა გზაზე 4 კილომეტრს დავდივარ.დანარჩენ სამ დღეს კი მინიმუმ კილომეტრნახევარს.სახლში 8ის ნახევარზე ვბრუნდები და დაბალკალორიულ საკვებს ვჭამ ყვაელაზე ხშირად კი მაწონს(ხილს არა).ასევე წყალს ვსვამ ერთ "კრუშკას"ჭამამდე ოცი ან ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ 30 ან40 წუთში და დღეში დაახლოებით ლიტრანახევარ წყალს მაინც ვსვამ.და მაინტერებს ეს წონის შენარჩუნებაში დამეხმარება?ეს ნორმალური წონაა ჩემთის?წონის შენარჩუნებისთვის რას მირჩევთ?წინასწარ მადლობა.

პასუხი
-ეს არცის იდეალური წონა. წონის შესანარჩუნებლად მკაცრი დიეტა არ არის საჭირო,  მითუმეტეს მოზარდისთვის.
უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან, შემევარ საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. 
აუცილებელია დაიტვირთოთ ფიზიკურად, კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი(მოხარშული) და პური. მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს.
რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი -და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე.
საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს.
სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს.
ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად